ორი "მერსედესის" შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. „მერსედესის“ მარკის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, 21 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრების და გარდაცვლილის ამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 2 დაშავებული ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპის ფარგლებში, ამხანაგობა "გუნია 22"–ის მიერ, ვერაზე დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა და იმ ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ახალი, კომფორტული ბინებით დაკმაყოფილდნენ.
თბილისში რონალდ რეიგანის ქანდაკება დაიდგმება. ცივი ომისა და საბჭოური ეპოქის დასასრულის სიმბოლოს ძეგლი რიყის პარკში გაიხსნება. ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ბრინჯაოს ქანდაკება ავთანდილ მონასელიძემ შექმნა.
ბოლო დროს რიყის ტერიტორიის საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ მამუკა ახვლედიანმა განმარტებები გააკეთა.
ავჭალაში, ყოფილი ბავშვთა პანსიონის ბაზაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
ექსპოჯორჯიის საგამოფენო დარბაზში, დღეს ყვითელი სამარშუტო მიკროავტობუსები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა. ცნობილია, რომ თბილისში სულ 3318 აღნიშნული მიკროავტობუსი შემოვა და მოქალაქეებს მოემსახურება. მათ ჩამოყვანას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გიგი უგულავას მიერ საკრეულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.


































