თორნიკე შიოლაშვილი:თბილისის ცენტრალური ქუჩებზე მარილი დაყრილია
თბილისში თოვლის საფარმა უკვე ათ სანტიმეტრს გადააჭარბა. დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, თუმცა, გადაადგილების მხრივ მძღოლებს სერიოზული პრობლემები არ შექმნიათ. თბილისის დასუფთავების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ამ დროისათვის ტექნიკური მარილი ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დაყრილი.
„თბილისი ქუჩებზე მთელი ღამის განმავლობაში მარილი დაახლოებით სამჯერ მოვაყარეთ. დასუფთაავების სამსახური მთლიანად მობილიზებულია. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ნალექი ძალიან დიდი ხანია არ გვახსოვს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ქუჩებზე მარილის მოყრის სამუშაოები და ჩვენი სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ჩვენი სამსახური აღნიშნულ სამუშაოებს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება“, -განაცხადა „ჯეონიუსთან“ საუბრისას თბილისის დასუფთავების სამსახურის უფროსმა, თორნიკე შიოლაშვილმა.
დასუფთავების სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
„ძალიან დიდი ნალექია, ამასთან ერთად არის ყინვა და მთლიანად მობილიზებულები ვართ. ამ ეტაპზე ცენტრალური ქუჩებზე მარილი დაყრილია და მოძრაობა შესაძლებელია. ვაგრძელებთ სამუშაობს მეორეხარისხოვანი ქუჩების გასაწმენდად. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მოძრაობა არსად შეჩერებული არ არის ნალექის გამო“,-განაცხადა შიოლაშვილმა.
კლიმატურ ცვლილებებს სინოპტიკოსები გლობალურ დათბობას უკავშირებენ, რასაც დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის აწევა მოჰყვა. სპეციალისტთა განმარტებით, თითქოსდა უმნიშნველო ცვლილებამ - 0,7 გრადუსით მატებამ კლიმატური რეჟიმი შეცვალა.
დღეიდან ამინდი საქართველოში კვლავ გაუარესდება. თოვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა მოსალოდნელი. შენარჩუნდება ყინვაც. ტემპერატურა თბილისში -7 გრადუსამდე დაეცემა, აღმოსავლეთ საქართველოში -14, დასავლეთში კი -2 გრადუსი იქნება. უამინდობა საქართველოში 12 თებერვლამდე გასტანს.
მსგავსი სიახლეები
ბოლო დროს რიყის ტერიტორიის საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ მამუკა ახვლედიანმა განმარტებები გააკეთა.
რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს წევრის თინათინ ხიდაშელის პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ კრიტიკულ შენიშვნებს, „მზიურში“ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მერიის პრეს–სპიკერმა ბაჩო დოლიძემ უპასუხა.
დიდუბისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრო-მომარაგება დროებით შეეზღუდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს გლდანის სარკინიგზო გვირაბის გაყვანაში მონაწილეობა პირადად მიიღო. მან მუშის აღჭურვილობა მოირგო და ესკავატორის საჭესთან მჯდომმა გვირაბის გაყვანის ბოლო ეტაპი დაასრულა. 431 მეტრიანი სარკინიგზო გვირაბი ერთ-ერთია, რომელიც თვილისის შემოვლით გზაზე კეთდება.
თბილისის მერმა მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში ყინვების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა. უგულავას ინიციატივით, ყველა იმ ადამიანის მკურნალობას, ვინც უამინდობასთან დაკავშირებით ტრამვული დაზიანება მიიღო და დაზღვეული არ არის, თბილისის მერია სარეზერვო ფონდიდან დააფინანასებს.
მეტრო სადგურ ავლაბართან ცნობილი ქართული კინოფილმის "მიმინოს" პერსონაჟები ქვაში გაცოცხლებიან, ზურაბ წერეთლის ახალი ნამუშევარი ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული. ოთხი გამაერთიანებელი კომპოზიცია საზეიმო ცერემონიის ფონზე დღეს გაიხსნება. გახსნას თავად ავტორი ზურაბ წერეთელი დაესწრება, რომლეიც მოსკოვიდან სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდა.


































