მამუკა ახვლედიანი მერიის დასაქმების ბაზიდან შერჩეულ პერსონალს შეხვდა
მამუკა ახვლედიანი კოსტავას 25 ნომერში მდებარე ახლად გახსნილ ლუდის მაღაზიას ესტუმრა და მერიის დასაქმების ბაზიდან შერჩეულ პერსონალს შეხვდა. ლუდის მაღაზია "ბიარმანია" თბილისში 2 ადგილზე ფუნქციონირებს. აქ მომხმარებელს საშუალება ეძლევა უამრავი დასახელების ლუდი შეიძინოს.
ორივე ობიექტში 20-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, რამდენიმე მერიის დასაქმების ბაზიდან შეირჩა.
დასაქმების ბაზა მერიაში წელიწადზე მეტია არსებობს და ქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში მუშაობა უკვე ასობით თბილისელმა დაიწყო.
მსგავსი სიახლეები
თბილისის მასშტაბით, ახალი ვაუჩერების დარიგება დაიწყო. 5- ლარიან ვაუჩერს ყველა ის მგზავრი მიიღებს, რომელსაც 17 ოქტომბრამდე მგზავრობის ღირებულება ერთხელ მაინც აქვს გადახდილი სატრანსპორტო ბარათით.
თბილისში სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და გაზგასამართი სადგურის ბილბორდს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანის წინა ნაწილმა დეფორმაცია განიცადა, რის გამოც მძღოლის კაბინიდან გადმოყვანა მაშველებს გაუჭირდათ.
ჯადოსნური დღე მთაწმინდის პარკში - კიდევ ერთი საახალწლო სიურპრიზი პატარებს. ყინულის მოედანი, ლაზერ შოუ, სპექტაკლები, კონცერტები, გამოფენები და პანტომიმის თეატრის წარმოდგენები, - ეს ყველაფერი მთაწმინდის პარკში ისევ გრძელდება.
დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ლურჯი ფერის შუქურებიანი მანქანებით ივლიან. ამის სესახებ ბრძანებას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
თბილისში მარშალ გელოვანის ქუჩის და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას აქვეყნებს. "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით განხორციელებული სამართლებრივი ცვლილებების შედეგად, დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დაჩქარებული მომსახურებით ისარგებლოს, რაც კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებზე ადრე, ფასიანი მომსახურების გზით ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას გულისხმობს.


































