ბეთანიაში ახალი სათხილამურო ტრასა აშენდა
თბილისთან ახლოს, ბეთანიაში ახალი სათხილამურო ტრასა აშენდა. თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით, 30 ათას კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათხილამურო კურორტი მოეწყო. კურორტი თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოინახულა.
"უჩვეულო, მაგრამ ძალიან საინტერესო სიახლეა თბილისელებისთვის, აქ, ბეთანიაში, ახალი სათხილამურო ტრასა გაიხსნა. თუმცა აქ არის წყლის პრობლემა და, შესაბამისად, შემდეგი სეზონისთვის ეს პრობლემა გადაწყდება, რაც მოგვცემს ხელოვნური თოვლის კეთების შესაძლებლობას", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მსგავსი სიახლეები
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ვარკეთილში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა. კომპლექსი სამი 9-სართულიანი კორპუსისგან შედგება. თითოეული კორპუსის პირველ სართულზე
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ცნობით, მამაკაცმა ტროტუარიდან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გზის განაპირას დაეცა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ აბაშიძეს და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძეს შესაძლოა, თანამდებობები დაატოვებინონ. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
.jpg)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისია მერიას ღია წერილით მიმართავს და მოითხოვს საჯარო ინფორმაციის გავრცელებას "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა"
ამ წუთებში თბილისის მერიაში ხელშეკრულება ფორმდება. ოთხ სატრასპორტო კომპანიებთან, რომლებმაც მერიის მიერ დედაქალაქში მოძრაობის გასაუმჯობესებლად და ძველი მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს.
თბილისში ნინო რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩის რეაბილიტაცია იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელიც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ავტომობილები ჭავჭავაძის გამზირიდან უმოკლესი გზით ბახტრიონის ქუჩაზე მოხვდებიან.


































