მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს დღეიდან ახალი სისტემით გადაიხდის
თბილისელები დასუფთავების გადასახადს ახალი სისტემით გადაიხდიან, რომლის მიხედვით, ყოველ დახარჯულ 1 კილოვატ ელექტროენერგიაზე დასუფთავების გადასახადი 5 თეთრით განისაზღვრება.ცნობისთვის, ქვითრების დარიგება დღეიდან დაიწყო.
დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემის დეტალები მოსახლეობას გლდანისა და დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა და გოგა ჩაჩანიძემ პირადად გააცნეს.
დასუფთავების გადასახადის ახალი სისტემა სოციალურად სამართლიანია, რადგან შესაძლებლობას იძლევა, მოსახლეობამ ელექტროენერგია დაზოგოს და შესაბამისად, დასუფთავების გადასახადიც ნაკლები გადაიხადოს.
გადახდის ახალი სისტემით, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები ბევრად უფრო ნაკლებს გადაიხდიან, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობით იხდიდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადასახადის ნახევარს მერია დაფარავს, გადასახადს აღარ გადაიხდიან ის ოჯახები, რომელთაც ბინები დაკეტილი აქვთ, კონკრეტულ მისამართზე რეალურად არ ცხოვრობენ და ასევე ის ოჯახებიც, რომლებიც ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში ქალაქიდან დასასვენებლად არიან გასულნი.
დასუფთავების სფეროში წლების განმავლობაში აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა. ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად 3 300 ადამიანი ზრუნავს.
ბოლო წლებში გაუქმდა კორპუსებში არსებული ბუნკერები, დაიხურა გლდანისა და იალღუჯას ნაგავსაყრელები, თბილისის შემოგარენში აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი პოლიგონი და ყველა ამ რეფორმის შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო სუფთა ქალაქია, ვიდრე წლების წინ. თბილისის მერია ამ მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები მეორე დღეა გაფიცვას განაგრძობენ. გაფიცული მძღოლები ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, გადასახადების შემცირებას და მგზავრობის ღირებულების დაწევას მოითხოვენ.
თბილისის მერი გიგი უგულავა მგელაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. მერმა მათ 2013 წელი მიულოცა და კომუნალური ვაუჩერის შესახებ, ინფორმაცია გააცნო. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თბილისში რეგისტირებული
თბილისის "სურბ ეჩმიაძინის" სახელობის ეკლესიასთან სომხური კულტურის ცენტრი "ჰაიარტუნი" გაიხსნა. ცერემონიას თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერევნის მერი კარენ კარაპეტიანი და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე დაესწრნენ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა რამაზ სულამანიძემ ჩუღურეთის რაიონის გაზიფიცირებისთვის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერი გიგი უგულავა კოლეჯ “პროფესიონალში” მიმდინარე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სასწავლო პროცესს გაეცნო.
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობის თქმით, ივლისის თვიდან მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა სავალდებულო გახდება. გენერალური დირექტორის გიგლა ჯაბიშვილის განცახდებით, მიკროავტობუსების უმეტეს ნაწილში კონდიციონერები დღესაც არის ჩართული.


































