სადაზღვეო კომპანიები და დაზღვევა

მთავრობის მიერ შეთავაზებული სადაზღვევო პაკეტით 670 000 პენსიონერი ისარგებლებს

ხუთშაბათი, 10 ნოე 2011 15:25

მთავრობის სხდომამთავრობის მიერ შეთავაზებული სადაზღვევო პაკეტით 670 000 პენსიონერი ისარგებლებს. აღნიშნული ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა იქ შეკრებილ მინისტრებს გააცნო. მისი თქმით, ასევე დაიზღვევიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები.

"ბიუჯეტში ამისთვის გამოყოფილია რამდენიმე მილიონი ლარი და სულ 250 000 ბავშვი დაიზღვევა. საპენსიო პაკეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე პარლამენტს რამდენიმე დღეში წარუდგენს“,  - განმარტა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრისას პრემიერ–მინისტრმა, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა გააჟღერეს ახალი ინიციატივა, რომ 2012 წლის სექტემბრიდან ყველა პენსიონერი 140–ლარიან პენსიას მიიღებს. აქედან 125 ლარი იქნება ფულადი თანხა, ხოლო 15 ლარი – სადაზღვევო პაკეტის ღირებულება.

 

მსგავსი სიახლეები

სადაზღვევო კომპანია ,,ვესტი" გაკოტრდა

ბათუმში, პედაგოგები უკვე რამდენიმე დღეა სადაზღვევო კომპანია „ვესტისგან“ დაფინანსებას ვერ ღებულობენ. მათი ინფორმაციით, კომპანია გაკოტრდა. „ვესტის“ ბათუმის ფილიალში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. თანამშრომლები ვერც იმ ორგანიზაციებს ასახელებენ, რომლებიც კომპანიას დაზღვეული ჰყავს.

"თავისუფალი დემოკრატები" ანდირა ურუშაძის უწყებას სადაზღვეო კომანიებთან უკანონო ...

დაზღვევა"თავისუფალი დემოკრატები" ანდრია ურუშაძის უწყებას სადაზღვეო კომანიებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებენ. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით 2008–2010 წლებში სახელმწიფომ 340 მლნ ლარის პოლისი შეიძინა. საიდანაც მოგების ნახევარი სადაზღვეო კომპანიებმა მიიღეს.

"ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს

ალდაგისადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. პირველად საქართველოში, "ალდაგი ბისიამ" შექმნა პროდუქტი, რომლის შეძენაც სამედიცინო მომსახურების მიღებამდე 5 წუთით ადრეა შესაძლებელი.

"ალდაგი ბისიაი" მომხმარებელს რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს

ალდაგისადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული პროდუქტის შეძენა მსურველს სამედიცინო მომსახურების მიღებამდე 5 წუთით ადრეც შეეძლება.

სადაზღვევო საკითხებზე დავების განხილვა ახალ სამსახურში ახალი წესებით ...

სადაზღვევო საკითხებზე დავების განხილვა ახალ სამსახურში ახალი წესებით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს მსგავსი სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთანაც იქმნება.

"ალდაგი ბისიაი" მომხმარებელს ორსულობის პერიოდში მშობიარობის დაზღვევას სთავაზობს

ალდაგიპირველად სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მშობიარობა დააზღვიოს ორსულობის პერიოდში, (6თვემდე) ხოლო სადაზღვევო პრემია გადაიხადოს ეტაპობრივად, თვეში ერთხელ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ალდაგი ბისია"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.

ფოტოკოლაჟი