2011 წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ პროდუქტს შესთავაზებს
2011 წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ პროდუქტს შესთავაზებს. ამის შესახებ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სადაზღვევო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც კომპანიის 2010 წლის შედეგები შეაჯამა.
ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით: " გასული წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული და საინტერესო იყო, როგორც ფინანსური კუთხით, ისე დაწყებული პროექტებით, რომლებიც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ჩვენ 20 წელია უცვლელი ლიდერები ვართ. პირველები ვართ ყველა მიმართულებით და ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ბოლომდე შევინარჩუნოთ".
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნიკოლოზ გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია ბაზარს შესთავაზებს ჯანმრთელობის დაზღვევის უნიკალურ პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და მისი ფასი ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ნებისმიერი ფენისთვის.
სადაზღვევო პაკეტი, დაახლოებით, 5-7 ლარიდან დაიწყება. პროდუქტში სამედიცინო მომსახურების თითქმის მთელი სპექტრი შევა.
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" 20 წელია, რაც არსებობს საქართველოს ბაზარზე და დღეისთვის სულ 250 000 ინდივიდუალური და 3000-მდე კორპორატიული ორგანიზაცია ჰყავს დაზღვეული.
მსგავსი სიახლეები
სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფის" მიერ, საგანგებოდ საგაზაფხულო დღესასწაულებისთვის შექმნილი სადაზღვევო პროდუქტი "ლედი კასკო" ქალი მძღოლებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ოფისში დღეს, 19 საათზე სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის ეგიდით ჩატარებული პირველი სადაზღვევო ტრენინგ-კურსის მონაწილეებს წარმატების სერტიფიკატები გადაეცემათ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, 2012 წლისთვის დაგეგმილია სადაზღვევო პაკეტების ამოქმედება. როგორც მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაზღვევო პაკეტები მომავალი წლის სექტემბერში ამოქმედდება და ის ორი სეგმენტისათვის იქნება გათვლილი, 60 წლის ზემოთ მყოფი პენსიონერებისათვის და მოზარდთა ჯგუფისათვის, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის ქოლგის ქვეშ მოექცევიან.
სადაზღვევო სექტორის შესახებ კონტროლის პალატის დასკვნის განხილვა ჯანდაცვის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს დაევალათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა სამსახურის მიერ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თბილისის მერია, მოქალაქეების, სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობის დაზღვევას განაგრძობს. "ჯეონიუსთან“ საუბარისას, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის, გია მამრიკიშვილის განცხადებით, მოქალაქეების დაზღვევის პროგრამა უკვე დაწყებულია და პოლისების დარიგება გრძელდება.


































