გია მამრიკიშვილი: დაზღვევის პროგრამა დაწყებულია და გრძელდება სადაზღვევო პოლისების დარიგება
თბილისის მერია, მოქალაქეების, სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობის დაზღვევას განაგრძობს. "ჯეონიუსთან“ საუბარისას, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის, გია მამრიკიშვილის განცხადებით, მოქალაქეების დაზღვევის პროგრამა უკვე დაწყებულია და პოლისების დარიგება გრძელდება.
სადაზღვევო საკითხებზე დავების განხილვა ახალ სამსახურში ახალი წესებით იქნება შესაძლებელი
სადაზღვევო საკითხებზე დავების განხილვა ახალ სამსახურში ახალი წესებით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს მსგავსი სამსახური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთანაც იქმნება.
2012 წელს საქართველოს მოსახლების 50% დაზღვეული იქნება
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, 2012 წლისთვის დაგეგმილია სადაზღვევო პაკეტების ამოქმედება. როგორც მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაზღვევო პაკეტები მომავალი წლის სექტემბერში ამოქმედდება და ის ორი სეგმენტისათვის იქნება გათვლილი, 60 წლის ზემოთ მყოფი პენსიონერებისათვის და მოზარდთა ჯგუფისათვის, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის ქოლგის ქვეშ მოექცევიან.
მედიაციის სამსახურის უფროსი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა სამსახურის მიერ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მთავრობის მიერ შეთავაზებული სადაზღვევო პაკეტით 670 000 პენსიონერი ისარგებლებს
მთავრობის მიერ შეთავაზებული სადაზღვევო პაკეტით 670 000 პენსიონერი ისარგებლებს. აღნიშნული ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა იქ შეკრებილ მინისტრებს გააცნო. მისი თქმით, ასევე დაიზღვევიან სკოლამდელი ასაკის ბავშვები.
სადაზღვევო კომპანია ,,ვესტი" გაკოტრდა
ბათუმში, პედაგოგები უკვე რამდენიმე დღეა სადაზღვევო კომპანია „ვესტისგან“ დაფინანსებას ვერ ღებულობენ. მათი ინფორმაციით, კომპანია გაკოტრდა. „ვესტის“ ბათუმის ფილიალში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. თანამშრომლები ვერც იმ ორგანიზაციებს ასახელებენ, რომლებიც კომპანიას დაზღვეული ჰყავს.
"ალდაგი ბისიაი" მომხმარებელს ორსულობის პერიოდში მშობიარობის დაზღვევას სთავაზობს
პირველად სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მშობიარობა დააზღვიოს ორსულობის პერიოდში, (6თვემდე) ხოლო სადაზღვევო პრემია გადაიხადოს ეტაპობრივად, თვეში ერთხელ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ალდაგი ბისია"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოში მოსავლის დაზღვევას თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია განახორციელებს
ამ წუთებში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, USAID-ის და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მიწვეული ექსპერტები და ფერმერები იღებენ.
ავტოდაზღვევა "ლედი კასკო" ქალებისთვის მიმზიდველი პროდუქტი აღმოჩნდა
სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფის" მიერ, საგანგებოდ საგაზაფხულო დღესასწაულებისთვის შექმნილი სადაზღვევო პროდუქტი "ლედი კასკო" ქალი მძღოლებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.
"ალდაგი ბისიაი" მომხმარებელს რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული პროდუქტის შეძენა მსურველს სამედიცინო მომსახურების მიღებამდე 5 წუთით ადრეც შეეძლება.
"ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას რევოლუციურ სადაზღვევო პროდუქტს სთავაზობს. პირველად საქართველოში, "ალდაგი ბისიამ" შექმნა პროდუქტი, რომლის შეძენაც სამედიცინო მომსახურების მიღებამდე 5 წუთით ადრეა შესაძლებელი.
სადაზღვევო ტრენინგების მონაწილეებს წარმატების სერტიფიკატებს გადასცემენ
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ოფისში დღეს, 19 საათზე სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის ეგიდით ჩატარებული პირველი სადაზღვევო ტრენინგ-კურსის მონაწილეებს წარმატების სერტიფიკატები გადაეცემათ.
სადაზღვევო კომპანიების მოგების საკითხს პარლამენტი განიხილავს
სადაზღვევო სექტორის შესახებ კონტროლის პალატის დასკვნის განხილვა ჯანდაცვის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს დაევალათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჰამლეტ გეგია: დაზღვევა სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიაა
ახალი ამბების სააგენტო "ჯეონიუსის" პრეს კლუბში ამჯერად სადაზღვეო სფეროში არსებული პრობლემები (კონტროლის პალატის ბოლო მანაცებების მიხედვით) განიხილეს.
"თავისუფალი დემოკრატები" ანდირა ურუშაძის უწყებას სადაზღვეო კომანიებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებენ
"თავისუფალი დემოკრატები" ანდრია ურუშაძის უწყებას სადაზღვეო კომანიებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებენ. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით 2008–2010 წლებში სახელმწიფომ 340 მლნ ლარის პოლისი შეიძინა. საიდანაც მოგების ნახევარი სადაზღვეო კომპანიებმა მიიღეს.
2011 წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ პროდუქტს შესთავაზებს
2011 წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ პროდუქტს შესთავაზებს. ამის შესახებ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სადაზღვევო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც კომპანიის 2010 წლის შედეგები შეაჯამა.































