კულტურა

ქართულ ხელოვნებასა და კულტურას ნიდერლანდებში პირველი ლედი მეგზურობს

პარასკევი, 23 მარ 2012 01:58

ქართული ხელოვნება და კულტურა ნიდერლანდებში დაბრუნდა. 23, 24 და 25 მარტს ჰოლანდიის ქალაქები ლეიდენი, კეუკენჰოფი და კუნძული ტექსელი უმასპინძლებს ქართულ პოლიფონიურ სიმღერას-ანსამბლ რუსთავს, გამოყენებით ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, მხატვრობას და ჰოლანიელებისათვის უჩვეულო უორქშოფებს.

ფესტივალი "იბერია 2012" ოფიციალურად იხსნება 2012 წლის 23 მარტს.

ქართული ფერები და ხმები, გახსნის ცერემონია, სპეციალური სტუმრები, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და სხვადასხვა შთამბეჭდავი მოვლენები ერთობლივად შექმნის "საქართველოს ადგილობრივ დროს".

როგორც "ჯეონიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ჯერ კიდევ 2010 წელს, ფონდმა არტექომ ფესტივალ "იბერიის" პირველ გამოშვებაში ჰოლანდიელ პუბლიკას ფართო მასშტაბით პირველად წარუდგინა ქართული კულტურა. მას შემდეგ ფონდს უამრავმა ადამიანმა მიმართა თხოვნით, რომ მიეცათ საშუალება კიდევ ერთხელ შეხებოდნენ ქართულ ხელოვნებას. 2012 წელს მართლაც მოხერხდა ნიდერლანდების სამეფოში ფესტივალ "იბერიის" მესამე გამოშვების ორგანიზება. ამჯერად ფესტივალის სლოგანია "საქართველო: ადგილობრივი დრო". სლოგანის შინაარსი ფესტივალის პროგრამამ განაპირობა. ამჯერად პუბლიკა ისტორიული მეთოდებით შექმნილ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს გაეცნობა.

საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, მის კულტურასა და ხელოვნებაში მეორე გზაჯვარედინიც ისახება - აქ წარსული და მომავალი კვეთს ერთმანეთს. სახვით ხელოვნებაში კარგად ჩანს თანამედროვე საქართველოს ქარტეხილებით სავსე ცხოვრების ანარეკლი, აქ ლეგენდები ყოველდღიურად იქმნება და თანამედროვე ტექნოლოგიები ტრადიციულ ოსტატობას კვალდაკვალ მისდევს.

ფესტივალი "იბერია 2012", არც ამჯერად ღალატობს ჩვეულ სტილსა და პრინციპებს. სტუმრებს შეუძლიათ იხილონ: ისტორიასთან შერწყმული ულტრათანამედროვე ფოტოგრაფია, თანამედროვეობის გავლენა ბატიკის დამზადების ძველ ხელოვნებასა და კლასიკურ მხატვრობაზე, უჩვეულო გარემოში აჟღერებული ტრადიციული პოლიფონიური სიმღერა და მრავალფეროვანი ვორქშოფები, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის საშუალებით პუბლიკა გაიცნობს და გაითავისებს ქართული ხელოვნების უნიკალურობას და საზოგადოებასთან ერთად შეიქმნება ჰოლანდიურ-ქართული ადგილობრივი დრო.

ფესტივალი "იბერია 2012" –ის მასშტაბი გეოგრაფიულად გაფართოვდა. ტრადიციულად ქალაქი ლეიდენი ფესტივალის მთავარი მასპინძელია, აქ დაიწყება ქართული კულტურის დღეები, რომელიც კეუკენჰოფის ტიტების ბაღის ულამაზეს გარემოში გაგრძელდება და შემდეგ რომანტიკული კუნძული ტექსელი - წლეულს როგორც ჰოლანდიელი, ასევე ქართველი სტუმრებისათვის არჩევანი მრავალფეროვანია:

ქართული პოლიფონიური სიმღერის სამი კონცერტი, რომელიც, პირველ რიგში, პუბლიკის მოთხოვნით იმართება – კონცერტს წარმოადგენს ქართული სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი, ქართველი მხატვრების, ფოტოგრაფების და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა გამოფენები ლეიდენის გალერეებში. პოლიფონიური სიმღერისა და დოლზე დაკვრის შესწავლის ვორქშოფები.

 ამასთანავე ფესტივალის დღეებში სტუმრებს ელით უამრავი სიურპრიზი.

ერთ-ერთი სპეციალური პროექტი ფესტივალის გამოფენის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის უშუალო ინიციატივით მომზადდა - აწგარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი მხატვრის პაატა ყუფარაძის სიურელისტური და ექსტრაორდინალური ნამუშევრები ფესტივალის გამოფენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით შედგება ლეიდენის უნივერსიტეტში ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის გახსნა.

 დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და ღონისძიებების შესახებ იხილეთ: www.festivaliberia.nl

მსგავსი სიახლეები

ჯემალ ქარჩხაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დღეს გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში დღეს ჯემალ ქარჩხაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა" პროექტს „საქართველო ევროპაში" ახორციელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა" პროექტს „საქართველო ევროპაში" ანხორციელებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევრო–კუთხე გაიხსნა, სადაც მოწვეული იყო ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში,

პარიზის მოდის კვირეულის მთავარი აქსესუარი შავი ქამარია

პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს. fashion week-ის მეორე დღეს პარიზის საგამოფენო ცენტრში პოდიული dior-ის მოდის სახლმა დაიკავა. მთავარმა დიზაინერმა რაფ სიმონსმა 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის ტენდენციები გააცნო.

მარჯანიშვილის თეატრის წინ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრის წინ ლეგენდარული მსახიობის თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. სპეციალურად ამ დღისთვის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ერთი დღით სპექტაკლი „ასი წლის წინათ" გაცოცხლდება, სადაც თენგიზ არჩვაძე ილია ჭავჭავაძეს განასახიერებს.

"მაგთი კლუბში" დღეს გურამ ლორთქიფანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

"მაგთი კლუბში" დღეს გამოჩენილი ქართველი მსახიობის გურამ ლორთქიფანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში, რომელიც კომპანია "მაგთიკომის" მხარდაჭერით გამოიცა, გურამ ლორთქიფანიძის შემოქმედებითი გზაა გაშუქებული.

რომა რცხილაძე „ვარსკვლავები“ ახლებური ვარიანტის პრეზენტაცია

26 ივნისს, 18:00 საათზე, კინოთეატრ რუსთველის მესამე დარბაზში, რომა რცხილაძის სიმღერის „ვარსკვლავები“ ახალი ვარიანტის პრეზენტაცია გაიმართება. მაყურებელი კლიპის ქართულ და ინგლისურ, ორენოვან ვერსიას იხილავს.

ფოტოკოლაჟი