კულტურა

კინოს სახლში ფოტოხელოვანისა და პოეტის, შალვა ლონდარიძის პოეზიის საღამო გაიმართა

პარასკევი, 15 ივნ 2012 17:59

კინოს სახლში ფოტოხელოვანისა და პოეტის, შალვა ლონდარიძის პოეზიის საღამო გაიმართა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ „ლამანის მირაჟი“,

„ცხელი ყვავილი“, „აღმოსავლეთის მისტერია“ „ია ვარ ია“ და პოეტის შემოქმედებიდან სხვა ცნობილი ლექსები მოისმინა. ლექსები კი პოეტმა თამუნა ხელაძემ და “საზოგადოება უსახელო პოეტები“-ს წარმომადგენელმა გიორგი გოგილაშვილმა წაიკითხეს.

„შალვა უნიჭიერესი ადამიანია, მისი პოეზია ძალიან მგრძნობიარეა და სიღრმისეული. დღევანდელი საღამოს მასპინძელს ადრეც ვთხოვე ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, თუმცა ავტორის მოკრძალებული ხასიათიდან გამომდინარე, მაშინ, მისივე შემოქმედების თაყვანისცემლებს არ გაგვიმართლა. მიხარია, რომ დღეს სრულიად რადიკალური სურათია და ჩვენ მისი პოეზიის რითმებისა და ნააზრევის თანამონაწილეები ამ დარბაზში საჯაროდ გავხდით. ამ შედეგს კი, მე და ჩემმა მეგობრებმა შალვასადმი დაბეჯითებული თხოვნის შედეგად მივაღწიეთ“, - განაცხადა საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირინა თურქიამ.

მოგვიანებით საკუთარი ლექსები პოეტებმა: დავით რობაქიძემ და ეკა დონდუამ შალვას საპატივცემულოდ წაიკითხეს.

დღევანდელი საღამო მუსიკალურად ჯგუფმა „მიZიკამ“ გააფორმა. ჯგუფის წევრებმა მათივე რეპერტუარიდან ლირიული ჟანრის სიმღერები შეასრულეს.

ერთი თვის წინ უკრაინული მხარის ინიციატივით, შალვა ლონდარიძის ლექსების პრეზენტაცია უკრაინის დედაქალაქ კიევშიც გაიმართა, ასევე მოეწყო მისი ფოტონამუშევრების სამი პერსონალური გამოფენა. უახლოეს მომავალში შალვას ლექსები უკრაინულ ენაზეც ითარგმნება, წლის ბოლოს კი მკითხველს საშუალება ექნება ავტორის შემოქმედებას ბეჭდური სახით გაეცნოს.

მსგავსი სიახლეები

კონსერვატორიაში “მომავლის ვარსკვლავები 2012“-ის საფინალო გალა კონცერტი გაიმართება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 12 და 13 მაისს ხელოვნების რესპუბლიკური ფესტივალის “მომავლის ვარსკვლავები 2012“-ის საფინალო გალა კონცერტი გაიმართება.

ზურაბ ქაფიანიძე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

მსახიობ ზურაბ ქაფიანიძე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. კინომსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა, სადაც სასულიერო პირებმა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს.

კინოთეატრ "რუსთაველს" აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 25–მდე ბავშვი სტუმრობდა

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, კინოთეატრ "რუსთაველს" აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 25–მდე ბავშვი სტუმრობდა. მათ სამგანზომილებიან ფილმ "გულივერის მოგზაურობა" ნახეს.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბში პირველი ჩვენება ...

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II ადმინისტრაციულ კორპუსში კინო კლუბი იხსნება, სადაც 2010-2011 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებისთანავე სტუდენტების სურვილითა და მოთხოვნით იწყება ფილმების ჩვენება.

"მუზა"-ში გენერალ-მაიორ გენო ადამიას 75 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ...

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზა"-ში დღეს ყოფილი 23-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

1923 წლის 20 თებერვალს მედეა ჯაფარიძე ...

20 თებერვალი თეატრისა და კინოს შესანიშნავი მსახიობის   მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა. მედეა ჯაფარიძე  დაიბადა 1923 წელს ქალაქ თბილისში. 1942 წლიდან იგი მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში.

ფოტოკოლაჟი