კულტურა

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება

სამშაბათი, 29 ნოე 2011 15:02

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში “სუხიშვილებისა” და “ქართული ხმების” კონცერტი 2 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განაცხადა. ნაციონალური ბალეტი მაყურებლის წინაშე ნაზავი პროგრამით წარსდგება.

კონცერტი ერთმოქმედებიანი და განსხვავებული იქნება. ნინო სუხიშვილის თქმით, ანსამბლის წევრები დიდი საგასტროლო ტურნედან ჩამოვიდნენ: საბერძნეთი, რუმინეთი, პორტუგალია და მრავალი სხვა ქვეყნისა თუ ქალაქის მაყურებელი თავიანთი შემოქმედებით გააოცეს. ანსამბლი დედაქალაქში მხოლოდ 3 დეკემბრამდე დარჩება, შემდეგ კი კვლავინდებურად ერთთვიანი საგასტროლო ტურნე იწყება იტალიის სხვადასხვა ქალაქებში.

მსგავსი სიახლეები

ჟურნალ "მუსიკის" მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ "მუსიკის" მეოთხე ნომრის პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. ეს ერთადერთი ჟურნალია, რომელიც საქართველოში პროფესიული მუსიკის საკითხებს აშუქებს.

პუტინის პირად პატიმარზე დისკუსია გაიმართა

ბერლინალეს სენსაციად ქცეული ფილმის, "ხოდორკოვსკის" სპეციალური ჩვენება კინოთეატრ "ამირანში" დისკუსიით გაგრძელდა. ფილმის რეჟისორმა და პროდიუსერმა მაყურებლის კითხვებს უპასუხეს და ფილმის გადაღების პროცესზე ისაუბრეს.

ელტონ ჯონმა მამობაზე სხვადასხვა სახის ტესტების ჩატარება გადაწყვიტა

ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა მამობაზე სხვადასხვა სახის ტესტების ჩატარება გადაწყვიტა. პოპულარული წყვილის თქმით, მთავარი ბავშვის აღრზდაა.

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ლარს ფონ ტრიერი პერსონა ნონ–გრანტად ...

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ცნობილი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი პერსონა ნონ–გრანტად გამოაცხადეს. აღნიშნულ ინფორმაციას "Associated Press" ავრცელებს.

ანსამბლი ,,ერისიონი" ბათუმში კონცერტს მართავს

 ბათუმის ხელოვნების ცენტრში ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი" ხვალ, კონცერტს პირველად გამართავს. 125-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი მაყურებელს განსხვავებულ და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

პარიზის მოდის კვირეულის მთავარი აქსესუარი შავი ქამარია

პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს. fashion week-ის მეორე დღეს პარიზის საგამოფენო ცენტრში პოდიული dior-ის მოდის სახლმა დაიკავა. მთავარმა დიზაინერმა რაფ სიმონსმა 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის ტენდენციები გააცნო.

ფოტოკოლაჟი