თამუნა ამონაშვილი: ჩემისთანა ადამიანისთვის საშინელებაა სამშობლოდან შორს ყოფნა...
მომღერალი თამუნა ამონაშვილი რამდენიმე თვის წინ თბილისში დაბრუნდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კონცერტების მოწყობა გადაწყვიტა.
თამუნა ამონაშვილი საკონცერტო ტურნეს კახეთიდან იწყებს. "ჯეონიუსი“ შეეცადა გაერკვია, თუ ვინ არის კონცერტის ორგანიზატორი და რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ტურნეს დაწყება კახეთიდან.
თამუნა ამონაშვილი:- ბექა ხალვაშს ეკუთვნის კახეთიდან ტურნეს დაწყების იდეა. ბექა კახეთის წარმომადგენელია შოუ-ბიზნესში და ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ყველა მომღერალი იცნობს მას. ეს ახალგაზრდა ბიჭი გვერდში მიდგას და ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მე მინდა. კახეთში კონცერტს ორგანიზაციას ბექა აკეთებს და ასევე მეხმარება, როგორც შემოქმედი. ბექას მინდა თქვენი საშუალებით ყოველივე ამისთვის მადლობა ვუთხრა.
-კახეთიდან კონცერტების დაწყება თქვენმა კახურმა წარმომავლობამაც ხომ არ გადაგაწყვეტინათ?
-მართალი გითხრათ, კახეთში წელს უფრო მეტი კონცერტი ტარდება, ვიდრე დასავლეთში. თან იმოქმედა იმანაც, რომ ბოლო პერიოდში კახეთში რამდენჯერმე ვიყავი და ხალხისგან წამოვიდა იმხელა სიყვარული და მონატრება, რომ გადავწყვიტე, აქედან დამეწყო. მინდა გითხრათ, რომ უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. კახეთი ის ადგილია, სადაც მთელი ბავშობა გამიტარებია. წარმოშობით კახელი ვარ და ვამაყობ ამით. მართალი გითხრათ, მიხარია, იქიდან რომ ვიწყებ ტურნეს, იქ ყველაფერი მიადვილდება. მიყვარს ჩემს ხალხთან ურთიერთობა, იმდენად კარგები და ალალები არიან, ხალასი იუმორი აქვთ.
-კახეთის შემდეგ სად აპირებთ კონცერტის გამართვას?
-აქედან ვიწყებ. დასავლეთში ვგეგმავთ კონცერტებს და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ძალიან მონატრებული ვარ აქაურობას, მთლიანობაში 4 წელია, რაც აქ არ ვარ. შარშან ტურნე არ გამიკეთებია , მაგრამ საერთო კონცერტები იყო. ახლა უკვე ჩემს თავზე ვარ დამოკიდებული და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. სულით და გულით მინდა, კარგი კონცერტები ჩატარდეს.
-თამუნა, მოსკოვში ცხოვრობთ. ეს კონცერტები საქართველოში თქვენს დაბრუნებას ხომ არ მოასწავებს?
-საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, რაღაც დროებით წავედი აქედან, ჩემი ოჯახის პრობლემების გადასაწყვეტად და შემოვრჩი. ახლა, რომ ჩამოვედი, შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, მაგრამ ეს არ დამჭირდება, რადგან ხალხისგან უდიდეს სიყვარულს და ნოსტალგიას ვგრძნობ ჩემს მიმართ. ყველა ეს ემოცია გროვდება და მოვა დრო, როცა ჩემი აქ ყოფნა აუცილებელი იქნება.
-ვისთან ერთად ცხოვრობთ მოსკოვში?
-მეუღლესთან ერთად, ქირით ვართ. მოსკოვში ერთადერთი მანანა თოდაძეს და ქეთა თოფურიას აქვს საკუთარი სახლი. მე არც მინდა იქ სახლი მქონდეს, ჩემს ქვეყანაში მინდა სახლიც და ყველაფერიც.
-რას საქმინოაბთ თქვენ და თქვენი მეუღლე მოსკოვში?
-რეზიკო სამხატვრო ხელმძღვანელია ერთ-ერთ კლუბში. კლიპებს არ აკეთებს, რადგან ამისთვის დრო არა აქვს. ასევე ინსტიტუში ჩააბარა და სწავლობს. მეც მინდა ენები შევისწავლო. მოსკოვში მუდმივი სამსახური არ მაქვს, ხოლო რესტორანში არ ვმღერივარ. თუ ვინმე ახლობელი რაღაცას გააკეთებს, მის გვერდით ვარ. პარასკევს და შაბათს კლუბში არის მიწვევები და იქ ვმღერივარ. დაინტერესებული ვარ ბეწვის ტექნოლოგიის შესწავლითაც და ვცდილობ ამ მიმართულებითაც ვიმუშაო.
-როცა იქით ხართ, აქაურობა გენატრება ხოლმე?
-ჩემისთანა ადამიანისთვისა საშინელებაა სამშობლოდან შორს ყოფნა. ძალიან ნოსტალგიური ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა. ძნელია, მიატოვო ქვეყანა, სადაც რაღაც გიკეთებია. საკმაოდ ძნელია და ძლიერ ადამიანი უნდა იყო, რომ შენი ქვეყნიდან წახვიდე და ყველაფერი მიატოვო.
-რამდენად გაგიჭირდათ მოსკოვში თავის დამკვიდრება?
-იქ, სხვაგან, არავის არაფრად სჭირდები, უნდა იცოდე ყველა კანონი, მიდგომა, უნდა შეგეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა და უნდა მოერგო სიტუაციას. ძალიან ძნელია, მაგაპოლისში ჩახვიდე და თავი დაიმკვიდრო, პოპულარული გახდე. მე არც ჩავსულვარ იმისთვის, რომ მთები დამეპყრო. ყველაფერს იმ დონეზე ვაკეთებ, რაც მჭირდება.
-ხშირად ამბობენ, რომ რუსეთში ქართველ მომღერლებს ბლოკავენ. თქვენ რამდენად შეგეხოთ ეს ყველაფერი?
-არანაირი დაბლოკვა. არავის არავინ არ ბლოკავს. თუ მუშაობ და წესიერი ხარ, ყველგან კარგად ხარ, თუ უწესო ხარ, შენს ქვეყანაშიც ესეთი ხარ და სხვაგანაც.
-ვიცით, რომ ფრანგულ და საერთოდ უცხოურ სიმღერებსაც მღერით.რამე შეიცვალა შემოქმედებაში მოსკოვში წასვლის შემდეგ?
-რუსეთში რაღაც შევცვალე ჩემს შემოქმედებით მიმართულებაში. აღმოვაჩინე, რომ მომწონს და ძალიან მიხდება ფრანგული სიმღერა, სალონური ჯაზი, პაპსა.
-რომელი უფრო მისაღებია და ადვილად გასაგები მსმენელისთვის?
-პაპსა ძალიან კარგად ისმინება და ადვილად მისაწვდომია მსმენელისთვის. პირდაპირ უსმენს რაღაც ლამაზ მელოდიას და სიამოვნებს. ჯაზი ცოტა რთულია. კლუბური სიტუაციისთვის ჯაზი უფრო მადგება.
-ანსამბლ „ივერიაში“ მღეროდით. ხომ არ გენატრებათ ის დრო?
-ყველამ იცის, რომ ყველაფერი ამ დიდი ანსამბლიდან დავიწყე. ძალიან პატარა ვიყავი , კიკინებით დავდიოდი იქ. ყველა ადამიანს აქვს წარსულის ნოსტალგია და მეც რა თქმა უნდა. „ივერია“ არის ჩემი შემოქმედების პირველი ნაბიჯები და იქ შევითვისე რა არის დიდი სცენა. სცენაზე, რომ დგახარ, სიყვარული უნდა გასცე, მაყურებელი უნდა გრძნობდეს, რომ გიყვარს. მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მემღერა ისეთი სიმღერა, რომელიც პირველ რიგში, მე დამბურძგლავდა და მერე ამ ემოციას მსმენელამდე მივიტანდი.
-რომელი ქვეყნის მსმენელი უფრო კრიტიკულია საქართველოსი თუ რუსეთის?
-ქართული აუდიტორია უფრო კრიტიკულია, მძიმე და მკაცრია. რუსეთში უფრო მსუბუქი მსმენელია, აგყვებიან, ტაშს დაგიკრავენ, მხიარულობენ.
-ვიცი, რომ სამოსის დიზაინით ხართ გატაცებული. ამჟამად მუშაობთ ამ მიმართულებით?
-მე ვმუშაობ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. დიდი ხანია ვამბობ, რომ ამ სფეროში რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. მოსკოვში მაქვს ურთიერთობა დიზაინერებთან და ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. იუდაშკინთან მქონდა საშუალება, რომ მემუშავა, მაგრამ უარი ვთქვი და არ წავედი. ახლა ვცდილობ, ბეწვის ტექნოლოგიის შეწავლას და მინდა ეს მიმართულება საქართველოშიც განვავრცო.
-ხომ არ აპირებთ მაღაზია-სალონის გახსნას?
-ჩემი გამოძახილია ეს და აუცილებლად გავხსნი. შემეძლო დიდი ხნის წინ გამეხსნა, მაგრამ მინდოდა, ეს რაღაც დიდი და გრანდიოზული ყოფილიყო.
-ვის მიერ შექმნილი სამოსი გაცვიათ სცენაზე?
-სცენაზე ძალიან ხშირად ჩემს მიერ შექმნილი ტანსაცმელი მაცვია. არ არსებობს რამე ვიყიდო, გარდა რაიმე ბრენდისა, რომელსაც არაფრის შეცვლა არ სჭირდება.
-მოსკოვში მეუღლესთან ერთად ცხოვრობთ. როგორი დიასახლისი ხართ?
-ძალიან მაგარი დიასახლისი ვარ. ყველას უყვარს ჩემი გაკეთებული საჭმელი და მოსკოვში კვირაობით მიდის ჩემთან შეკრებები, ქეიფი. რეზიკოსაც ძალიან უყვარს ჩემი მომზადებული საჭმლები , მირეკავს ხოლმე სამსახურიდან რა დავახვედრო. მას პატარა ბავშვივით უნდა გავუმზადო ყველაფერი. აქ, თბილისში, ხელს ვერ ვანძრევ, სულ სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, კონცერტები, მისვლა-მოსვლა და ა.შ. სახლის დალაგება მიყვარს ძალიან, მგონია, დალაგებით ყველა ნივთს ვეფერები.
-ცნობილია, რომ სხვებისთვის სიურპრიზების გაკეთება გიყვართ. თქვენ გსიამოვნებთ სიურპრიზების მიღება?
-როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მიყვარს სიურპრიზები. საერთოდ, ადამიანს სიამოვნებს, როცა ვინმე ყურადღებას აქცევს და მე ეს გაორმაგებულად მსიამოვნებს. მეტ სიამოვნებას მაშინ განვიცდი, როცა მე ვუკეთებ ვინმეს სიურპრიზს. ჩემი კრედოა, რომ ადამიანს სიკეთე გავუკეთო.
- შესაძლებელია სიურპრიზებით თქვენი გაოცება?
-იმდენად ბავშური ემოციები მაქვს, რომ შესაძლებელია, ვთქვათ, რომ რეზიკომ მომიტანა ის შოკოლადი, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი და გრანდიოზული სიურპრიზი. როცა ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ცდილობენ, ერთმანეთს ასიამოვნონ. ხან ჩემთვის საყვარელ სუნამოს მომიტანს, ხან სადმე ისეთ ადგილას წამიყვანს , სადაც ყოფნა მსიამოვნებს. მას ჩემთან საუბარიც უყვარს, ყოველთვის ვცდილობთ, რომ აზრები ერთმანეთს გავუზიაროთ.
-რეზიკო რამდენად ახდენს გავლენას თქვენს გადაწყვეტილებებზე?
-ჩვენ დიდი ადაპტაცია გამოვიარეთ. ოთხი წელი რაც უნდა დიდი სიყვარული გქონდეთ, თანაცხოვრება მაინც დიდი გამოცდაა და გარკვეული პრობლემები ჩნდება. მე მინდა, რომ ის ჩემნაირი იყოს და პირიქით. ასეთ დროს ცოტა დაძაბულობა შემოდის ცხოვრებაში, მაგრამ თუ სიყვარულია, უნდა გაუძლო. საბოლოოდ ერთმანეთის რაღაც თვისებებს იძენ და პრობლემებიც ქრება.
-თქვენი მეუღლე რამდენად ერევა თქვენს შემოქმედებაში?
-რეზიკო თითქმის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს და მე მისით. ყველა საქმეში ერთი აზრი გვაქვს.
-როგორ ახერხებთ მუდამ ფორმაში ყოფნას?
-უამრავი რაღაც წვრილმანია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი და ესეც მეხმარება ახალგაზრდობის შენაჩუნებაში. ბოლო დროს ვცდილობ, 6 საათის მერე ორგანიზმი არ გადავტვირთო და ყველაფერი ნატურალური მივირთვა.
-და ბოლოს, რას უმზადებ თქვენს კონცერტებზე მოსულ ქართველ მსმენელს?
-ძალიან ლამაზ სიურპრიზებს ვუმზადებ მსმენელებს. სიყვარულს და ჩემს ენერგიას არ დავიშურებ მათთვის. მინდა, ერთი დიდი და გრანდიოზული კონცერტი გავაკეთო, მიყვარს სანახაობები და ჩემი კონცერტი უნდა იყოს სავსე შოუს ელემენტებით, სანახაობრივად დატვირთული მინდა იყოს.
-წარმატებებს გისურვებთ!
მარიამ შონია
მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურებს“ სამეგრელომ პირველად უმასპინძლა. გრანდიოზული კონცერტი ანაკლიაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ზუსტად ერთი კილომეტრის მოშორებით გაიმართა. ამფითეატრის სცენაზე მუსიკალური კოლექტივები თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ირანიდან გამოვიდნენ.
მარნეულის სოფელ იმაზლოში არქეოლოგებმა ფარნავაზ მეფის პერიოდით დათარიღებული ნასახლარი აღმოაჩინეს. მეცნიერების ვარაუდით, აღმოჩენილი ადგილი შეიძლება სამონასტრო კომპლექსი ყოფილიყო.
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი"–ში ფესტივალ "Golden Talent 2011 Batumi"-ის შიდა შესარჩევ ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს პირველი საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი ბათუმში 2011 წლის 7–11 სექტემბრის ჩათვლთ გაიმართება.
თბილისის მესამე საერთაშორისო ფესტივალის ყველაზე გამორჩეული სტუმარი ჯონ მალკოვიჩი საქართველოს დედაქალაქში, დღის 5 საათზე ჩამოვიდა.
თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს მიხეილ კალაშნიკოვის 125 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არქიტექტორის მიერ შესრულებული პროექტები, ანაზომები, ჩანახატები, მასალები მოსკოვში დაცული მისი პირადი არქივიდან.
თბილისში დღეს გრემის პრეზიდენტი ნილ ფორთნოუ, თბილისის მერიის ორგანიზებითა და კომპანია "ალთერვიჟენ გრუფი"-ს ინიციატივით თბილისში ჩამოდის. ხელოვნებისა და მეცნიერებების ხმის ჩამწერი ეროვნული აკადემიის (NARAS-National Academy of Recording Arts and Sciences) პრეზიდენტი თბილისის მეხუთე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.


































