კულტურა

თინი თევდორაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

ორშაბათი, 02 ივლ 2012 17:01

2012 წლის 6 ივლისს, 18:00 საათზე, მეტრეველების სახელოსნოში, თინი თევდორაძის ნამუშევრების მეორე პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით „ყველაფერი ჩემი ხელით“ გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება, ნატურალური ტყავისაგან და ტყავის შემცვლელისაგან შეკერილი ჩანთები, ქამრები, ნახევრადძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაული. ასევე საქორწილო კაბა, ფეხსაცმელი, ხელნაკეთი თოჯინები, საჩუქრები და სხვა.

გამოფენას გახსნის ილუზიონისტი, დავით რობაქიძის შოუ.

საღამოს გააფორმებს, კომპოზიტორი, მაყვალა ხორბალაძე და პოეტი ნანა ცინცაძე.

გამოფენა გაგრძელდება, 6–დან 9 ივლისის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები

ანაკლიაში ხელოვნების სინთეზური ღონისძიება გაიმართება

სასტუმრო "ანაკლია"-ში, გალერეა "PortArt"-ი ხელოვნების სინთეზური ღონისძიება გაიმართება, სადაც წარმოგიდგენილი იქნება თანამედროვე კონცეპტუალური მხატვრობისა და კლასიკური მუსიკის სინთეზი.

ვარსკვლავურ წყვილს პენელოპა კრუსსა და ჰავიერ ბარდემს ვარსკვლავი ...

მადრიდში მდებარე "დიდების ხეივანში" 25 ვარსკვლავს ამჯერად, ცნობილ ვარსკვლავურ წყვილს პენელოპა კრუსსა და ჰავიერ ბარდემს ვარსკვლავებიც შეემატა. ღონისძიებას ცნობილი რეჟისორი პედრო ალმოდოვარიც ესწრებოდა.

ილიკო სუხიშვილი 1907 წლის 4 აპრილსაა დაბადებული

ილიკო სუხიშვილის დაბადების დღე დღეს საზეიმოდ აღინიშნება მის მშობლიურ გორში. ქართული ნაციონალური ბალეტის ლეგენდა, ილიკო სუხიშვილი (უფროსი) დაიბადა 1907 წლის 4 აპრილს, თბილისში.

რუსთაველის თეატრში დღეს ანსამბლ "ქალგულოს" საზეიმო კონცერტი გაიმართება

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს  რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ფოლკლორული ანსალმბლის "ქალგულო" საზეიმო კონცერტი გაიმართება.

ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე" იწყება

საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე" ხობში 17-18 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წიგნები და კომპაქტ დისკები გამოიცემა. ასევე მოეწყობა გამოფენები, ჩატარდება გალა კონცერტი.

"თბილისი ივენთ ჰოლში" 16 დეკემბერს ჯგუფ "ზუმბალენდის" სოლო ...

"თბილისი ივენთ ჰოლში", 16 დეკემბერს 20:00 საათზე, ჯგუფ ზუმბალენდის სოლო კონცერტი გაიმართება. ჯგუფი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით "მულტი ტესტი"-თ წარსდგება.

ფოტოკოლაჟი