გერმანიაში "ბერლინალე" დღეს გაიხსნება
უამინდობის მიუხედავად, გერმანიაში ბერლინალესთვის ემზადებიან. ფესტივალი ბერლინში დღეს საღამოს იხსნება. ბერლინალე პალასის წინ უკვე დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, დაგებულია წითელი ხალიჩა.
რიგით 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალს ფრანგული დრამა "მშვიდობით ჩემო დედოფალო" გახსნის. კინოფესტივალი 10 დღის განმავლობაში გასტანს.
ცნობისთვის, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ანუ ბერლინალე, მსოფლიოში კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია. ტარდება ყოველი წლის თებერვალში.
ბერლინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინემატოგრაფიასა და მასმედიაში. ყოველწლიურად მასზე ესწრება 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი. სეანსებზე დასწრება ფასიანია. ბერლინის ფესტივალი დაარსდა 1951 წელს. თავდაპირველად იგი ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაიტანეს. პირველი ბერლინალეს გახსნა შედგა 1951 წლის 6 ივნისს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით "რებეკა".
ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა. საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება "ოქროს დათვი"-თ, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვი, საპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.
მსგავსი სიახლეები
2013 წლის გაზაფხულზე სტოკჰოლმში გაიხსნება ჯგუფი „ABBA“-ს მუზეუმი. ჯგუფის წევრის ბორნ ულვეუსის განცხადებით, მუზეუმი „დიდების გალერეის“ ნაწილი გახდება, რომელიც შვედურ მუსიკას ეძღვნება.

თელავში გუშინ გაიხსნა და 29 სექტემბრამდე გასტანს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 2010-2011 წლებში გადაღებული 20 საბავშვო ფილმი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, დღეს თენგიზ ჭოლოკავას პერსონალურ გამოფენას მართავს.
![]()
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 161-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. მრავალწლიანი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ოპერის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი პირველად ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერზე" მიიწვევს აუდიტორიას.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წიგნის "დადიანები" პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიულ-ფოტო-დოკუმენტური წიგნი, დადიანების გვარის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ვაშინგტონში კორესპონ-დენტებთან დანიშნულ სადილზე სკარლეტ იოჰანსონი და შონ პენი საზოგადოების წინაშე ერთად პირველად გამოჩნდნენ.
































