კულტურა

ფიროსმანის სახლ–მუზეუმის მმართველი ნელი გობეჯიშვილი გახდა

ორშაბათი, 06 თებ 2012 12:27

თბილისსა და დედოფლისწყაროში, ფიროსმანის სახლ–მუზეუმების მმართველის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ბრძანების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ნიკო ფიროსმანის სახლ–მუზეუმების მმართველად თბილისსა და მირზაანში ნელი გობეჯიშვილი დაინიშნა. როგორც "ჯეონიუსს" გაზეთ "ქიზიყიდან" აცნობეს, ის დედოფლისწყაროს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი გახლდათ. გობეჯიშვილი ათეულობით წელია დედოფლისწყაროში კულტურის სფეროში წამყვან თანამდებობებს იკავებდა. მისი თქმით, ფიროსმანის მუზეუმი შველას ითხოვს, კონკურსში საკუთარი ძალების მოსინჯვა ამიტომაც გადაწყვიტა.

"2011 წლის განმავლობაში მუზეუმში მხოლოდ 80 ვიზიტორის ბილეთი გაიყიდა, ეს კი კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია. ჩემთვის ეს მუზეუმი მშობლიურია. მისი გახსნის დღიდან ყველაფერში აქტიურად ვიყავი ჩართული. მხოლოდ ბოლო ორ ღონისძიებაზე მივედი სტუმრის სტატუსში, დანარჩენ შემთხვევებში მთლიანად ვიყავი ჩართული. ფიროსმანობის დღესასწაულის სახელწოდებაც ჩემი შერჩეულია.

დედოფლისწყაროში, რამდენიმე წლის წინ ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაც ჩემივე ძალისხმევით გაიხსნა. ვფიქრობ, კონკრეტული შედეგები მალე გამოჩნდება. მუზეუმი ცოცხალი ორგანიზმი უნდა იყოს და სოფელში გამოირჩეოდეს. ფიროსმანის მუზეუმმა მთლიანად სოფელი უნდა გამოაცოცხლოს. სამწუხაროდ,  ამჟამად ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოცოცხლება სოფელში მიგრაციასაც მნიშვნელოვნად შეაჩერებს, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. გარკვეული პროექტები უკვე არსებობს და ამინდის გაუმჯობესებისთანავე მუშაობა აქტიურად დაიწყება", – აცხადებს ნელი გობეჯიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

ნიკა რურუა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღეს, 16.00 საათზე, გაიმართება სამი ახალგაზრდა პიანისტის: ბარბარე თათარაძის (8 წლის), ილია ლომთათიძის (8 წლის) და გვანცა ქობალიას (14 წლის) კონცერტი. ეს სამი პიანისტი 13 დეკემბერს, პარიზში საზეიმო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პიანისტთა საერთაშორისო ფონდის SOS TALENTS-ების მხარდასაჭერად ეწყობა.

გერმანული ანიმაციური ფილმების კვირეული დღეს სამხატვრო აკადემიაში გაიხსნება

თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, დღეს გერმანული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნება. რომლის ფარგლებშიც, აკადემიაში ჩამოტანილ იქნება "ifa"–ს (უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის) გამოფენა სახელწოდებით "Animated Films from Germany".

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას აწყობს

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია "უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა“20 სექტემბერს, 10:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.

თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნება

თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ საქართველოს სახალხო არტისტის თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნება. შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის ვარსკვლავი თეატრის წინ 25 იანვარს დაიდგმება.

კანის ფესტივალის 64–ე ცერემონიას ვუდი ალენის "საღამო პარიზში" ...

პარიზში გამართულ პრესკონ-ფერენციაზე კანის ფესტივალის 64–ე ცერემონიის პროგრამა შეადგინეს. აღნიშნულ ფესტივალში მოხლოდ 18 ფილმი იქნება წარმოდგენილი.

მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბოლივუდის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოწარმოების სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა გახლდათ.

ფოტოკოლაჟი