კულტურა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი 75 წლის იუბილეს ზეიმობს

შაბათი, 10 დეკ 2011 13:40

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 13 დეკემბერს გაიმართება.

ბათუმის თოჯინების თეატრი, რომელსაც ადრე ტიკინების თეატრის სახელით მოიხსენებდნენ,  ერთ–ერთ უძველესი თოჯინური თეატრია საქართველოში, რომელიც 1936 წელს დაარსდა. თოჯინური სპექტაკლების დადგმის ტრადიცია კი ბათუმში მე–20 საუკუნის 20–იანი წლებიდან იწყება.

საიუბილეო სამზადისისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო საიუბილეო კომისია. გარდა საიუბილეო საღამოსი, რომელსაც რეჟისორი ირაკლი გოგია ამზადებს, დაგეგმილია ფოტო და თოჯინების გამოფენა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში, ასევე ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საუკეთესო სპექტაკლების "წუნა და წრუწუნა"და ბერტოლდ ბრეხტის "დედა კურაჟი და მისი შვილები" ჩვენება.

საიუბილეო დღეებში ბათუმში ელოდებიან საპატიო სტუმრებს უცხოეთიდან. საიუბილეო საღამოს დაესწრება მსოფლიო UNIMA-ს გენერალური მდივანი ჟაკ ტრუდო, ასევე დელეგაციები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან. იუბილეზე მოწვეულები არიან საქართველოში არსებული თოჯინების თეატრების ხელმძღვანელები.

13 დეკემბერს, ბათუმში ასევე გაიმართება საქართველოს UNIMA-ს დამფუძნებელი კონფერენცია, უკვე ცნობილია, რომ საპატიო თავმჯდომარეებად დასახელდებიან გივი სარჩიმელიძე და რეზო გაბრიაძე.

მსგავსი სიახლეები

სამედიცინო უნივერსიტეტში \"რა? სად? როდის?\" ფინალი გაიმართება

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" უმაღლეს სასწავლებლებს შორის დასასრულს მიუახლოვდა. თამაშის ფინალი სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება.

საქართველოში პირველად ქორეოგრაფიული ფესტივალი "ფოლკსტარი" ...

საქართველოში პირველად  ქორეოგრაფიული  ფესტივალი "ფოლკსტარი"  დღეს დაიწყება და 12 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.

"ცეკვავენ ვარსკვლავებს" ეკა ნიჟარაძე გამოაკლდა

პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავები" კიდევ ერთი წყვილი გამოეთიშა. ფინალამდე ერთი ეპიზოდით ადრე, შოუ კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ დატოვა. გუშინდელ შეჯიბრში, პროექტში დარჩენილმა სამმა წყვილმა, ორ-ორი ცეკვა შეასრულა.

ნიუ–იორკიდან დაბრუნებული დეფი დღეს საზოგადოებას ტურის შესახებ უამბობს

ქართველი პოეტი და რომანისტი დავით დეფი სამთვიანი ტურის შემდეგ ნიუ–იორკიდან თბილისში დაბრუნდა. კლუბ "WEST END"-ში ის ქართულ საზოგადოებას თავისი ტურის შესახებ უამბობს და ასევე, ახალი პოეზიის ლაივი მოეწყობა.

"იმედის ხელი“ 28 აპრილს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

საქველმოქმედო ფონდი "იმედის ხელი“, 28 აპრილს 14:00 საათზე, ონკოლოგიური სნეულებებით დაავადებული ახალგაზრდა ადამიანების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია–მარათონს გამართავს.

ნიკოლოზ რურუა: ჩვენი 800 წლიანი ისტორია ქართველ მეცნიერებს ...

nika ruruaმთავრობის სხდომაზე ვატიკანში საქართველოს შესახებ დაცული დოკუმენტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტები 800 წელიწადს ითვლის.

ფოტოკოლაჟი