განათლება

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება დასრულდა

სამშაბათი, 05 აპრ 2011 08:00

საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმან ბრიფინგი გამართეს.

კონკურსის პირველი ეტაპი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით საქართველოში პირველად ჩატარდა. თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალური ტესტი შეავსო. დირექტორობის მსურველებმა კითხვებს რამდენიმე მიმართულებით უპასუხეს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი.
შეგახსენბეთ, რომ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი ორეტაპიანია. კომპიუტერიზირებული ტესტირების შედეგები 15 აპრილს გამოცხადდება, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გასული კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან.

მსგავსი სიახლეები

ირინე ქურდაძე და მაია სიდამონიძე ტურიზმის სფეროში დამტკიცებულ ...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ტურიზმის სფეროში დამტკიცებულ ახალ პროფესიულ სტანდარტებს წარადგენენ.

ნიკა გილაური ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან გაუქმდება.

კობა სუბელიანი და ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ–ს საბავშვო უნივერსიტეტის ...

თსუ–ს საბავშვო უნივერსიტეტი გასვლითი ლექციების ციკლს იწყებს.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დღეს 14:00 საათზე წეროვანის №3 საჯარო სკოლას ესტუმრებიან და მოსწავლეებისთვის ლექციებს ჩაატარებენ.

კოკა სეფერთელაძემ და ხატია დეკანოიძემ მანდატურებს სამაშველო კურსების ...

mandaturebiსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

ეროვნული შეფასება ქართულ ენაში ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ჩატარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, არაქართულენოვანი საჯარო სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სწავლაახალი სასწავლო წელი დღეს 2100 საჯარო სკოლაში დაწყო. ნეტბუქები პირველკლასელებმა საჩუქრად მიიღეს, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს წიგნები უფასოდ გადაეცემათ.

ფოტოკოლაჟი