განათლება

სხვადასხვა რეგიონში ცხრა ახალი საჯარო სკოლა აშენდება

ოთხშაბათი, 11 სექ 2013 14:33

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საჯარო სკოლების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ცხრა ახალი საჯარო სკოლა შემდეგ სოფლებში აშენდება: საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში სკოლა 1000 მოსწავლეზე; ქარელის რაიონის სოფელ აბანოში სკოლა 90 მოსწავლეზე; თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში სკოლა 144 მოსწავლეზე; ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში სკოლა 120 მოსწავლეზე; მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დიოკნისში სკოლა 144 მოსწავლეზე; მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში სკოლა 240 მოსწავლეზე; ჩოხატაურის რაიონის სოფელ წიფნარში სკოლა 60 მოსწავლეზე; მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში სკოლა 450 მოსწავლეზე; ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში სკოლა 120 მოსწავლეზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიგა უმეკაშვილმა დღეს, უკვე გაწეული სამუშოები შეაჯამეს და სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპები განსაზღვრეს.

ამ ეტაპზე დასრულებულია სამი სოფლის ლამბალოს, სამღერეთისა და ახალი დიოკნისის საჯარო სკოლების საპროექტო სამუშაოები, ასევე პროცესშია საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები დანარჩენ ექვს სკოლაში.

სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან იგეგმება და საშუალოდ ერთ წელს გაგრძელდება.

გეგმის თანახმად, წილკნის, მუხრანისა და აბანოს საჯარო სკოლები კონტიგენტს უკვე მომავალი სასწავლო წლიდან მიიღებენ. ხოლო 2014 წლის ბოლოს დასრულდება ბუღაშენის, ახალი დიოკნისის, სამღერეთის, სადგურ სვირისა და წიფნარის საჯარო სკოლების მშენებლობაც. რაც შეეხება სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლას, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, სამუშაოები წელიწადნახევარს გასტანს.

სამინისტრო აღნიშნულ სამოქმედო გეგმებს ცხრავე სოფლის მოსახლეობას ადგილზე გააცნობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობის გადაუდებელი საჭიროებების განსაზღვრას.

მსგავსი სიახლეები

მარტვილში სკოლების რაოდენობა შემცირდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მარტვილის რაიონში სკოლების რაოდენობა 4-ით შემცირდა. კონკრეტულად ლეციცხვაიეს, პირველი ნამიკოლაოს, წინკვერვეს და მარტვილის #3 საჯარო სკოლები ტერიტორიულად ახლოს მდებარე სკოლებს შეუერთდა.

166-ე საჯარო სკოლაში მათემატიკაში ეროვნული სასაწავლო ოლიმპიადის მესამე ...

თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში მათემატიკაში ეროვნული სასაწავლო ოლიმპიადის მესამე ტური ამ წუთებში  მიმდინარეობს და ოლიმპიადის დასკვნით ეტაპში 275 მოსწავლე მონაწილეობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები ლონდონიდან თბილისში ჩამოიტანეს

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტები ლონდონიდან, რამდენიმე საათის წინ საქართველოში ჩამოიტანეს. ბრიტანულ სტამბაში დაბეჭდილი ტესტები გასაიდუმლოებულია და 30 ივნისამდე ის პოლიციის დაცვის ქვეში იქნება.

დიმიტრი შაშკინი და მაია მიმინოშვილი ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაციას ...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი  დღეს პედაგოგთა სასერტიფიკატო  გამოცდისთვის  დამხმარე სახლემძღვანელოს - „ბიოლოგია“  პრეზენტაციას გამართავენ. 

გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისთვის კიდევ ერთ აპრობაციას ...

გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისთვის კიდევ ერთ აპრობაციას დღეს ჩაატარებს. როგორც "ჯეონიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აპრობაცია საქართველოს იმ 8 სკოლაში ჩატარდება, სადაც ყველაზე მეტი მე-12 კლასელი სწავლობს.

დენის დავითაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა განათლების სფეროზე კონტროლი დაკარგა

პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი განათლების სამინისტროში კონტროლის პალატის აუდიტის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს და იმ 600 ათასის საკითხის გარკვევას მოითხოვს, რომელიც გასული წლის მეოთხე კვარტლისთვის გამოიყო და 18 პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაციის შემდეგ გაქრა.

ფოტოკოლაჟი