განათლება

ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში ჩატარდება

ორშაბათი, 26 აგვ 2013 19:40

2013-2014 სასწავლო წელს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ჩააბარებენ ოქტომბრის პირველ ნახევარში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოქტომბერში ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე გამოცდაში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი წლის ბოლოს, ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

2013-2014 სასწავლო წლიდან გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ (აღნიშნული სქემა გაცილებით მოსახერხებელია მოსწავლეთათვის, რადგან ისინი იმ 4 გამოცდას, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში სრულდება, იმავე სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ, ხოლო დანარჩენ 4 საგანს კი - მე-12 კლასის ბოლოს).

მსგავსი სიახლეები

1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების რამდენიმე მსურველს 1000 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებია

ცვლილებებია ზოგადი განათლების შესახებ კანონში. სიახლე, პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვას ითვალისწინებს. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

მაია მიმინოშვილი უნარების გამოცდებზე მინიმალური ზღვარის გაზრდას აპირებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნარების კომპეტენციის მინიმალური ზღვარი,  შესაძლოა,  გაიზარდოს.   გამოცდების   ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმონოშვილის განცხადიბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში უნარების სავალდებულო

კოკა სეფერთელაძემ ფოტოკონკურსის "მე ვამაყობ..." გამარჯვებული გამოავლინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის "მე ვამაყობ..." გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.

დიმიტრი შაშკინმა სკოლების დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

სკოლების დასუფთავების აქციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც მიიღო მონაწილეობა. მინისტრი #52 საჯარო სკოლას ეწვია და, როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებულმა, მონაწილეობა მიიღო სკოლის დასუფთავებასა და ხეების დარგვაში.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან ხვალ აქციას გამართავენ

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროსთან უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით ხვალ, 16:00 საათზე, აქციას გამართავენ.

ფოტოკოლაჟი