განათლება

ილიას სახელობის უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება

სამშაბათი, 24 მაი 2011 06:46

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში დღეს საერთაშორისო ჟურნალის "კულტურის მენეჯმენტი" პრეზენტაცია გაიმართება და მემორანდუმს იაგელონიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

"კულტურის მენეჯმენტი" არის მსოფლიოში აღიარებული სამენოვანი (პოლონური, გერმანული, ინგლისური) რეფერირებადი ჟურნალი, რომელიც გამოიცემა იაგელონიის უნივერსიტეტის მიერ პოლონეთში. მისი რედაქტორია ემილ ერშახოვსკი (კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრისა და კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი).

ჟურნალის პრეზენტაციის შემდეგ ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ორ უნივერსიტეტს შორის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ემილ ერშახოვსკი (ჟურნალის „კულტურის მენეჯმენტი“ რედაქტორი, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრისა და კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი) და ლევან ხეთაგური (ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი)

 

მსგავსი სიახლეები

პირველკლასელებმა ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს

პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისურსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განახორციელა. პირველადი შედეგების თაობაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.

ტიბაანიის საჯარო სკოლის მასწავლებელს მოსწავლე შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანიის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ერთ-ერთი მოსწავლის დედა ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მეშვიდე კლასის მოსწავლის თამარ გურაშვილის დედის განცხადებით, ქართული ენის პედაგოგი ელენე ნაცვლიშვილი მის შვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და თანაკლასელებს მის წინააღმდეგ განაწყობს.

საგამოცდო ტესტებს ბრიტანული კომპანია დაბეჭდავს

ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტებს წელსაც ბრიტანული კომპანია "სტივენ-ოსტინი" დაბეჭდავს. ტესტების შეფუთვისას და ტრანსპორტირებისას დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა.

განათლების სამინისტრო კორუფციულ გარიგებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო წიგნების გრიფირების, კორუფციულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" მასალას უცვლელად გთავაზობთ:

თბილისის სკოლის მოსწავლეებმა იაპონიის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და ...

2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩოსთან თბილისის 64-ე, 72-ე, 47-ე და 151-ე საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე თანაგრძნობის ბარათებითა და ყვავილებით მივიდა. იაპონელი ხალხისადმი  თანადგომა გამოხატეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სკოლის დირექტორებმა.

ნოდარ სურგულაძემ იმერეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დააჯილდოვა

nodar surguladzeსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ "განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

ფოტოკოლაჟი