სამართალი

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

პარასკევი, 06 სექ 2013 17:23

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, 1955 წელს დაბადებული მალხაზ მიტიჩაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ მიტიჩაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქის წარმომადგენელს, სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამძიმებული სამედიცინო დასკვნის დაჩქარებულ ვადებში გაცემას დაპირდა, რისთვისაც მან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 4000 აშშ დოლარი.

მალხაზ მიტიჩაშვილი ამჟამად დაკავებულია.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლიბერთი ბანკის“ დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო ადვოკატირებას ...

„ახალგაზრდა ადვოკატები” „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების უფასო ადვოკატირებას განახორციელებენ. ორგანიზაციაში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი ნომერზე:

ნონა ქირიამ პატიმრის დედას შეწყალების სანაცვლოდ ფული გამოსძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მორიგი დანაშაული გახსნეს. კუდის თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო მოხელის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მორიგი ფაქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართვგელოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებებს  პასუხობს.

ხათუნა კალმახელიძე: მე ძმა საერთოდ არ მყავს

xatuna kalmaxelidzeდღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სასატუმრო "აფხაზეთი", საიდანაც უახლოეს მომავალში დევნილების გამოსახლება იგეგმება მისმა ძმამ შეიძინა.

უზენაესი სასამართლო განმარტებას აკეთებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, დავები, რომლებიც უძრავი ქონების რეგისტრაციას ახალ

ვერა ქობალია დაკითხვაზე იმყოფება

მოდულის შენობაში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია დაიბარეს. ექსმინისტრი მოწმის სტატუსითაა დაბარებული და ბანკ "ქართუს" თემაზე მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

ფოტოკოლაჟი