სამართალი

მთავარი პროკურატურა ორგანოში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა განაცხადების მიღებას იწყებს

შაბათი, 13 ივლ 2013 16:04

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა განაცხადების (პირადი მონაცემები - СV) მიღებას შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით.

პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზანია კადრების გადინების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას მათი მაღალკვალიფიციური პერსონალით ჩანაცვლება და პროკურატურის სისტემის გამართული, შეუფერხებელი და სტაბილური მუშაობა. მონაცემთა ბაზა შედგება არაუმეტეს 100 პირისგან და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება მისი განახლება.

პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესების მსურველი პირები გაივლიან ტესტირებას ზოგად უნარებში, ასევე პროფესიულ ტესტირებას და გასაუბრებას. აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება პირის განთავსება მონაცემთა ბაზაში. პროკურატურის ორგანოებში შესაბამისი ვაკანსიის არსებობის (წარმოშობის) შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემთა ბაზიდან მთავარ პროკურორს დასანიშნად წარედგინება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

პროკურატურაში სამუშაოდ გამწესების მსურველ პირთა მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:

1. უმაღლესი იურიდიული განათლება

2. ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა (პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან ადვოკატთა ტესტირება)

3. იურიდიული სპეციალობით მუშაობის სტაჟი (მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება; ან სხვა იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი)

 

დაინტერესებულმა პირებმა, მონაცემთა ბაზაში განთავსებისათვის აუცილებელი ტესტირების და გასაუბრების გავლის მიზნით, შესაბამისი CV უნდა გამოაგზავნონ 2013 წლის 15 ივლისიდან 2013 წლის 29 ივლისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hrprokuratura@justice.gov.ge. (სასურველია CV იყოს ფოტოსურათით და მასში დეტალურად იყოს მითითებული პირის კვალიფიკაციის, შრომითი საქმიანობისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ)

მონაცემთა ბაზაში განთავსების მსურველ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ტესტირებების წარმატებით გავლის შემთხვევაში გონივრულ ვადაში ჩაუტარდებათ გასაუბრება. ტესტირებისა და გასაუბრების ზუსტი თარიღის შესახებ მათ ეცნობებათ დამატებით.

ტესტირების პროგრამა

ტესტირება ტარდება ორ ეტაპად:

1. ზოგადი უნარების ტესტი

ტესტი შედგება ვერბალური – 80 ტესტური კითხვა (ლოგიკური, წინადადებების შევსება, ანალოგიები, სიტყვების ტესტი) და მათემატიკური ნაწილისაგან – 20 ტესტური კითხვა. ტესტირების ხანგრძლივობაა 3 საათი. ტესტირების პირველ ეტაპზე კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად ზოგადი უნარების ტესტში უნდა დააგროვოს 75 ქულა ან მეტი. მეორე ეტაპზე (პროფესიულ ტესტირებაზე) არ დაიშვება ის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს (ტესტირების) პირველ ეტაპს.

 

2. პროფესიული ტესტირება

მეორე ეტაპი (პროფესიული ტესტირება) ჩატარდება პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში და მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ისეთ საკითხებს, რომელთა ფლობა აუცილებელია პროკურორისა და გამომძიებლისათვის:

ა) კონსტიტუციური სამართალი;

ბ) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია;

გ) ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია;

დ) სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ 1959 წლის ევროპული კონვენცია;

ე) სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

თ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

ი) სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი.

მეორე ეტაპზე (პროფესიული ტესტირება) კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული 100 ტესტის 75% - ს მაინც. გასაუბრებაზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს ტესტირების მეორე ეტაპს.

გასაუბრება კანდიდატებთან ჩატარდება პროფესიული ტესტირებიდან გონივრულ ვადაში და გულისხმობს მონაცემთა ბაზაში განთავსების მსურველ პირთა შესაბამისობის შეფასებას პროკურორისა და გამომძიებლისათვის წაყენებული მოთხოვნებისადმი.

მსგავსი სიახლეები

შსს-ში „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“-ს გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანია „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“-ს ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა.

 

პატიმრების არაადამიანურ მოპყრობაში იძულებით ვმონაწილეობდი - ბორის ფარულავა

ციხის სკანდალური კადრების ერთ-ერთი თანაავტორი, სასჯელ-აღსრულების მერვე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა (მეტსახელად "ბასტი") აცხადებს, რომ პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში იძულებით მონაწილეობდა.

მოსკოვში აფხაზები დააკავეს

მოსკოვის ერთ-ერთ ღამის კლუბში გვიან ღამით აფხაზმა ახალგაზრდებმა იჩხუბეს. ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "გაზეტა" ავრცელებს. სამი მათგანი პოლიციამ დააკავა, სამი კი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წარსულში ნასამართლევი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ...

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა ...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს. მხარეები სარჩელის იმ დეტალებს განიხილავენ, რის საფუძველზეც ივანიშვილი პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის თანახმადაც, მას და მის მეუღლეს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

ლაითურში სასჯელაღსრულების მშენებარე დაწესებულების პროექტის ფარგლებში 1600 ადამიანის ...

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სასჯელაღსრულების

ფოტოკოლაჟი