სამართალი

სააღდგომოდ კიდევ 6 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

ხუთშაბათი, 02 მაი 2013 18:35

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრნენ 11 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რასაც არასრულწლოვანთა ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, დაწესებულება დატოვა 6-მა მსჯავრდებულმა, 4-ს უარი ეთქვა, ხოლო ერთი პირის მიმართ გადაწყვეტილება დამატებითი კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან გაიცა რეკომენდაციები მსჯავრდებულთა გათავისუფლების შემთხვევაში დანაშაულის პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაც მომავალში განხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შუამდგომლობა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ, ხოლო უარი განაცხადა 3 შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

მსგავსი სიახლეები

რუსეთის დავალება შესრულებულია, შალვა თათუხაშვილი მკვდარია, დარჩა რომა ...

ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი შალვა თათუხაშვილის სიკვდილს რუსეთის დავალებად მიიჩნევს, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მიერ იქნა შესრულებული. 

შსს-ს აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმს მოეწერა ...

საქართველოს შსს-ს აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური

მოლდოველმა მესაზღვრეებმა 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოლდოველმა მესაზღვრეებმა 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ცნობილია, რომ აღნიშნული პირი არალეგალურად ტბა პრუტის გადაცურვას ცდილობდა. აღნიშნულ ინფორმაცია მოლდოვური მედია ავრცელებს.

"უფლებადამცველთა გაერთიანებამ" "სითი პარკის" წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

"უფლებადამცველთა გართიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ, მანქანების საჯარიმოზე გადაყვანის არასწორ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, "სითი პარკის" წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრები პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ადვოკატები ასოციაციის პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებულ პროცედურებს იწყენებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ასოციაციის

დღეის მდგომარეობით საპატიმროები 527-მა მსჯავრდებულმა დატოვა

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 527 ბრალდებული/მსჯავრდებული.

ფოტოკოლაჟი