სამართალი

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საპატიმროებს 48 მსჯავრდებული დატოვებს

შაბათი, 06 აპრ 2013 16:00

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 48 მსჯავრდებული, მათ შორის, 5 მძიმე ავადმყოფი და 5 ქალბატონი დატოვებს.  გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ დღვანდელ სხდომზე მიიღო.

სხდომის მონაწილეებმა 300-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მიერ უარი ეთქვათ.

ვადამდე ადრე გათავისუფლებისასა პრიორიტეტი მიენიჭათ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ხასიათდებიან დადებითად და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6-თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

 

მსგავსი სიახლეები

თურქეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქმა სამართალ-დამცველებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, სამი პირი ქალაქ კადიკოუს მაცხოვრებლის სახლში შევიდა და ნივთები მოსაპარად გაამზადეს, რა დროსაც სახლის

შავი ზღვა \"მკვდარ ზღვად\" გადაქცევის რეალურ საფრთხეშია

ევროკავშირის ექსპერტები შავი ზღვის ეკოლოგიურ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ის "მკვდარ ზღვად" გადაქცევის რეალურ საფრთხეშია. ევროპარლამენტმა ამასთან დაკავშირებით რეზოლუციაც მიიღო და შავი ზღვის ქვეყნებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის 'საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის' ...

ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, პროექტის "საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა" განხილვა გაიმართა.

საიამ სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგის ...

დღეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით "საქართველოს სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგი”.

კიევში ქართველი კანონიერი ქურდები დააკავეს

კიევში, პოლიციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდების შეკრება აღკვეთეს, რომელიც ერთ-ერთ ელიტარულ რესტორანში უნდა გამართულიყო. ინფორმაციას "112.ua» ავრცელებს.

კომპანია აირზენა წინა ხელისუფლებას ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებს

კომპანია "აირზენა"-ს გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, იძულების წესით მოხდა ავიაკომპანია " აირზენა ჯორჯიან ეარვეისი"-ს მიერ 2007 წელს, 3.000 000

ფოტოკოლაჟი