სამართალი

მუხროვანი მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია და პროფესიონალი სამხედროების განადგურებას ისახავდა მიზნად

სამშაბათი, 27 ნოე 2012 12:46

ეგრეთწოდებული „მუხროვანის ამბოხი“, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილთან ერთად დაგეგმა და ბრწყინვალედაც შეასრულა, ქართველი ხალხის დაშინებას, პროფესიონალი სამხედროების დისკრედიტაციას და განადგურებას ისახავდა მიზნად,

- აცხადებენ კობა ოთანაძე და ლევან არმირიძე, რომლებსაც ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მოწყობილ ამბოხში ედებათ.

მათივე თქმით,  მათ პროფესიონალი მეთაურების მოშორება და ციხეში გამოკეტვა შეძლეს.

"მე, კობა ოთანაძე, ლევან არმირიძე და გია კრიალაშვილი ავტომობილში ჩაგვცხრილეს. ამ სპეცოპერაციის დროს გია კრიალაშვილი გარდაიცვალა, ჩვენ კი მძიმედ დავიჭერით, მაგრამ უფლის წყალობით ცოცხლები გადავრჩით, თუმცა სასჯელად 28-29 წელი მოგვისაჯეს. ამ ხროვამ ბევრი ოჯახი დაღუპა და დაანგრია, ამაზე მათ პასუხი უნდა აგონ!", - აცხადებენ ციხეში მყოფი სამხედროები.

მუხროვანის ამბოხისთვის მსჯავრდებულები კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, მერაბ რატიშვილის წერილს გუშინ გამოეხმაურნენ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მათი საქმის ცალკე გატანას ითხოვენ.

მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. კობა ოთანაძის შესახებ ინფორმაციაზე შს სამინისტრომ 200 ათასი ლარის ჯილდო დააწესა, კრიალაშვილსა და ამირიძეზე კი - 50 ათასი ლარი.

20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გია კრიალაშვილი დაიღუპა. ხოლო კობა ოთანაძე, ლევან ამირიძე მძიმედ დაჭრილები გადარჩნენ და 28-29 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

სამოქალაქო რეესტრში ზაფხულიდან ახალი პირადობის მოწმობები დარიგდება

სამოქალაქო რეესტრში ზაფხულიდან ახალი პირადობის მოწმობები დარიგდება. ცნობილიმ, რომ აღნიშნული პირადობა პლასტიკური იქნება და 30 ლარი ეღირება. ახალი პლასტიკურით მოქალაქე ინტერნეტ ოპერაციებსაც შეძლებს. ახალ პირადობის მოწმობებს გერმანული კომპანია "მიჰლჩაუერი" გააკეთებს, რომელმაც რეესტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

უზენაესი სასამართლოს განცხადებით, მანანა კობახიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ...

საქართველოს უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის მიერ 2013 წლის 05 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით,

1 აგვისტოდან ეტიკეტებზე ტერმინების - "ბიო", "ეკო", "ორგანული" ...

სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ 1 აგვისტოდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის No198 დადგენილება "ბიოწარმოების შესახებ", რომლის თანახმად,  დაუშვებელია ტერმინების "ბიო", "ეკო", "ორგანული" გამოყენება იმ სურსათის/

გურიაში მომხდარი ყაჩაღობა კახაბერ კალანდაძემ და გიორგი ...

ყაჩაღობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გურიაში მოხდა, გახსნილია. თავდასხმა ოზურგეთში მოხდა, ორი შეიარაღებული პირი მერაბ ჭანიშვილის ოჯახს დაესხა თავს. ყაჩაღებმა ცოლ-ქმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფული წაიღეს.

ჯიქიას ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია

თბილიში ჯიქიას ქუჩაზე, გუშინ ღამით კრიმინალური გარჩევის შედეგად,  ორი ახალგაზრდა დაშავდა. გამოძიების ინფორმაციით, ბექა ოქიტაშვილი და დემეტრე ლოლაშვილი სტუმრად მეგობარ გოგონასთან იმყოფებოდნენ, რა დროსაც გოგონას ბენიამინ ნასრიანმა მიაკითხა და თანხა მოსთხოვა.

სოსო წიქარიშვილმა Google Earth-ში თბილისის ქუჩების ...

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა პოპულარულ საძიებო სისტემა Google Earth–ში აღმაშენებლის გამზირის პანორამულ გალერეაზე მუშაობის შედეგები წარადგინა. როგორც "ჯეონიუსს" საჯარო რეესტრიდან აცნობეს, საჯარო რეესტრი Google Earth-ში ახალ პროექტს ახორციელებს.

ფოტოკოლაჟი