ეკონომიკა

აგრალურ უნივერსიტეტში კულინარიის სასწავლო კურსები გაიხსნება

ოთხშაბათი, 16 მარ 2011 10:55

აგრალურ უნივერსიტეტში კულინარიის სასწავლო კურსები გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს უნივერსიტეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ეწვია და უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.

პროექტის ფარგლებში ვერა ქობალიამ უნივერსიტეტს სახელმწიფო ბალანსზე არსებული ულტრათანამედროვე სამზარეულო მოწყობილობა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კურსებზე სტუდენტები პროფესიას თანამედროვე პროგრამით დაეუფლებიან. კულინარიული კურსები უფასო იქნება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სტუდენტებისთვის და იძულებით გადაადგილებულთათვის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ეკონომიკის მინისტრმა და აგრალური უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7134 ...

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7134 ნიშნულზე დაბალანსდა. როგორც "ჯეონიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ხვალ 1 აშშ დოლარი - 1.7134 ლარით, 1 ევრო კი 2.3582 ლარით განისაზღვრება.

ნიკა გილაური ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

მსოფლიოში წამყვანი გამოცემა "ეკონომისტის" ორგანიზებით, სასტუმრო სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" კონფერენცია ტარდება. როგორც "ჯეონიუსს" მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერი და ფინანსთა მინისტრები მიმართავენ.

ვერა ქობალიამ "ექსპო ჯორჯიაში " დღეს მეცამეტე საერთაშორისო ...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ "ექსპო ჯორჯიაში " დღეს მეცამეტე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა. როგორც გამოფენის დათვალიერების შემდეგ ვერა ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ხელისუფლებას თავგასული ჩინოვნიკებისგან დაცვას ...

ყოველკვირეული გაზეთის "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტები, ხელმძღვანელები და გამომცემლები საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას მიმართავენ, სადაც ნათქვამია, რომ გაზეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება და მისი მესვეურები აწარმოებენ ფარულ, სისტემატურ ბრძოლას და ხელისუფლების გავლენიან პირებს მოუწოდებენ დაიცვან მედია-გამოცემა და ჟურნალისტები.

ბაზარზე ქართულ ჩაიზე მოთხოვნა იზრდება

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ქართული ჩაის გამოფენის გახსნისას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ განაცხადა, რომ ქართული ჩაი იმსახურებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მასზე უფრო დიდი მოთხოვნა იყოს.

შობა-ახალი წლის დღესასწაულზე საქართველოს რკინიგზა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა განსაკუთრებულ მუშაობის რეჟიმზე გადადის. აღნიშნულის შესახებ "ჯეონიუსს" რკინიგზიდან აცნობეს. გაზრდილი მგზავრთნაკადის უზრუნველსაყოფად მატარებლები დამატებული სამგზავრო ვაგონებითა და გაზრდილი შემადგენლობებით იმოძრავებენ.

ფოტოკოლაჟი