ეკონომიკა

გაზაფხულიდან საქართველოში უძრავი ქონება გაძვირდება

კვირა, 23 ოქტ 2011 13:31

ერდო ჯგუფიგაზაფხულიდან საქართველოში უძრავი ქონება გაძვირდება. უძრავი ქონების სააგენტო „ერდო ჯგუფის“ ხელმძღვანელის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ამ ეტაპზე უძრავ ქონებაზე დეფიციტია.

”როცა თბილისში იყო გაყიდვების პიკი, ანუ კრიზისამდე პერიოდში, შენდებოდა წელიწადში ორ მილიონ კვ.მ.-მდე ფართი. ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია 50 ათასამდე. სტაგნაციის შემდეგ გაჩნდა მყიდველი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბინები არ არის. გაჩნდა იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურდა, ბანკებში დაიწია პროცენტმა და გამარტივდა სესხის აღება. ამიტომ ბინების ფასი იზრდება. მართალია, ძველ ნიშნულს ვერ მიაღწია, მაგრამ ბევრიც არ აკლია.”

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ სამი თვის შემდეგ უნდა ველოდოთ ფასების პიკს. გაზაფხულზე უძრავი ქონება სულ ცოტა, 20 პროცენტით მაინც გაძვირდება.

მსგავსი სიახლეები

ბათუმის შერატონში, დღეს ქართველი ბიზნესმენები მთავრობის წევრებს და ...

ბათუმის შერატონში, დღეს ქართველი ბიზნესმენები მთავრობის წევრებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრას, ბიზნესასოციაცია პირველად მართავს. შეხვედრის მთავარი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დიალოგის გაღრმავება და თანამშრომლობაა, ასევე შესაბამისი სამართლებრივი ბაზის განვითარება და სრულყოფა.

თბილისში გერმანული საკონდიტრო "დიფენბახი" გაიხსნა

თბილისში გერმანული საკონდიტრო "დიფენბახი" გაიხსნა. საკონდიტროს მენეჯმენტის განცხადებით, საწარმო გერმანული ინვესტიციით შეიქმნა და დამფუძნებელიც გერმანელი ჰყავს. საკონდიტრო ძირითადად ტორტებზეა ორიენტირებული, თუმცა სხვადასხვა დასახელების ნამცხვრებსაც ამზადებენ, რომელიც საკონდიტროსთან არსებულ მაღაზიაში იყიდება.

კომპანია რომპეტროლს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

„რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე სერიკ სალიკოვი დაინიშნა. როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, ახალი გენერალური დირექტორი სერიკ სალიკოვი, რომპეტროლ

18 საათზე \"მანგოს\" მაღაზიაში Shopping Night ...

ზუსტად ერთ საათში, 18 საათზე,   "მანგოს"  მაღაზიაში Shopping Night-ი დაიწყება, რომელიც 22 საათზე დასრულდება. მომხარებელი შეძლებს ისარგებლოს 20 პროცენტიანი ფასდაკლებით "მანგოს" 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე. მაღაზია თავის მომხმარებელს სთავაზობს სიურპრიზს.

ცნობილი ბრიტანული ბრენდი Marks & Spencer თბილისში პირველ ...

„თბილისი მოლში“ ხვალ ცნობილი ბრიტანული ბრენდის Marks & Spencer პირველი მაღაზიის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე იმპროვიზირებული სანახაობის ფონზე წარმოდგენილი იქნება Marks & Spencer-ის უახლესი კოლექცია.

ფოთში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის მუშაობა შეჩერდა

ფოთში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის მუშაობა შეჩერდა. ქარხნის თანამშრომლები  გაფიცვას განაგრძობენ, ორმა მუშამ კი შიმშილობა დაიწყო. გაფიცულების მთავარი მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესება  და გათავისუფლებული

ფოტოკოლაჟი