ეკონომიკა

„დირსი“ თბილისში მალე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას დაიწყებს

პარასკევი, 15 თებ 2013 23:38

თბილისში მალე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „დირსის“ მშენებლობა დაიწყება. პროექტს აზერბაიჯანული დეველოპერული კომპანია AS Group Investment ახორციელებს.

კომპლექსი 16-დან 26 სართულამდე, 22 კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლისაგან შედგება. დაგეგმილია, როგორც საცხოვრებელი, ასევე საზოგადოებრივ-საქმიანი და რეკრეაციული ზონების გაშენება. მშენებლობის საერთო ფართობი 705 000კვ.მ- ია.

საცხოვრებელი ტერიტორია შედგება 16-დან 26 სართულამდე 22 კეთილმოწყობილი სახლისგან. 1, 2 და 3 ოთახიანი ბინები, რომელთა ფართი 50 კვ.მ-დან 105 კვ.მ-მდეა,  დასრულებული რემონტით ბარდება.

 მდინარე მტკვრის გასწვრივ გაშენდება 3 კმ-იანი ბულვარი. სპეციალურად კომპლექსში მისასვლელად დაიგება სრულიად ახალი გზა. აქვე დაგეგმილია ბავშვებისთვის და უფროსებისთვის გასართობი პარკის, ატრაქციონების, სასეირნო ბილიკების, შადრევნებიანი მოედნების, კაფე-რესტორნების, სავაჭრო და გასართობი ცენტრების, სერვისცენტრების, ორი სკოლისა და ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ყოველი კორპუსის ეზოში იქნება სპორტული მოედნები და აუზები, ასევე მიწისქვეშა ფარეხები და მიწისზედა ავტოსადგომები. კორპუსებს მოემსახურება 24-საათიანი დაცვის სამსახური და ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემა. კონსიერჟი ყველა ბლოკში. ყველა საცხოვრებელ ბინაში იქნება სწრაფი ინტერნეტი, ტელეფონი და საკაბელო ტელევიზია. კორპუსებში ავტოსადგომიდან პირდაპირ საცხოვრებელ ბინამდე მაღალსიჩქარიანი, თანამედროვე ლიფტები დამონტაჟდება.

ბინებში  გათვალისწინებულია თანამედროვე ორმაგი მინა-პარკეტები, ცენტრალური გათბობა, ხმაგაუმტარი, ჰიდრო და თბოიზოლაციის სისტემები, რომლებიც ინარჩუნებს სითბოს დიდი ხნის განმავლობაში. სახანძრო სისტემა, დიზელის გენერატორები და წყლის რეზერვუარები. კორპუსები სეისმურად ძლიერი, ტუნელური ყალიბითაა აშენებული. 

ყველა ბინას საჩუქრად მოყვება ჩაშენებული სამზარეულო, მაცივარი, ელ. ქურა, ღუმელი, ჰაერის გამწოვი, რადიატორები, კონდინციონერი, სარეცხის მანქანა, აბაზანა სრული სანტექნიკით. 

პროექტს აქვს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც პასუხობს თანამედროვე ქალაქური ცხოვრების ყველა სტანდარტს.

 

მსგავსი სიახლეები

სილქნეტი კომპანია „მაგთისთან“ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომპანია „მაგთისა“ და საკაბელო ოპერატორებს შორის დავა კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ დასრულდა. კომპანიის განცხადებით,  კომისიამ დაადგინა, რომ კომპანია „მაგთის“ საჩივარი   „სილქნეტთან“

"გუდვილი" და "ჯი.მარტი" "გუდვილის" ბრენდის ქვეშ გაერთიანდნენ

"გუდვილი“ და "ჯი.მარტი“ ბაზარზე ოპერირებას საერთო სახელის - “გუდვილის” ქვეშ გააგრძელებენ. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას კომპანია დღეს ავრცელებს. “გუდვილის“ გენერალური დირექტორის,  მიხეილ ჩარკვიანის განცხადებით, გაერთიანების გადაწყვეტილება ორივე მხარის მენეჯმენტმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

ევროკავშირის ლიდერებმა კრიზისიდან გამოსავალი ჯერ ვერ მონახეს

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე ჯერჯერობით ვერ მონახეს კრიზისიდან გამოსავალი. ისინი, ვისაც ერთიანი ევროპული ვალუტა აერთიანებს, მოლაპარაკებებს მომავალ ოთხშაბათს გააგრძელებენ.

ვერა ქობალიამ ბრიტანელ ბიზნესმენებს საქართველოს პოტენციალი გააცნო

საქართველოს ეკონიმიკის მინისტრი დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ვერა ქობალია ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ეკონომისტებს საქართველოს პოტენციალს აცნობს.

შემოსავლების სამსახურმა საწარმოო დანაკარგი მინის მწარმოებლებისთვისაც განსაზღვრა

შემოსავლების სამსახურმა საწარმოო დანაკარგი მინის მწარმოებ-ლებისთვისაც განსაზღვრა. მათი ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც საწარმოო დანაკარგების ოდენობა სამსახურში შექმნილმა კომისიამ მეწარმეებისგან მოწოდებული ინფორმაციისა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაზღვრა.

ვისოლ ჯგუფი "სმარტის" სავაჭრო ცენტრს დღეს ვაზისუბანში გახსნის

ვისოლ ჯგუფი, სუპერმარკეტი "სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს და დღეს ვაზისუბანში ახალ ობიექტს გახსნის. მეორე მიკრორაიონში მდებარე სავაჭრო ცენტი 2000 კვადატულ მეტრზეა განთავსებული და სუპერმარკეტი "სმარტის" გარდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს მოიცავს.

ფოტოკოლაჟი