ეკონომიკა

რა ღირს ზამთარში კურორტებზე დასვენება

ხუთშაბათი, 10 იან 2013 16:33

საქართველოს ზამთრის კურორტებზე ერთდღიანი დასვენების ფასი 30-დან 350 ლარამდეა. ათდღიანი დასვენება საოჯახო სასტუმროში 800 ლარი ღირს, მაღალი კლასის სასტუმროში - 3500 ლარი, ხოლო კოტეჯში - კვების გარეშე დასვენების ფასი 300 ლარია.

კურორტებზე დასვენების ღირებულებას სერვისი განსაზღვრავს. საქართველოს ზამთრის კურორტებს შორის დასვენება 2012–13 წლის სეზონზე ყველაზე ძვირი გუდაურშია.

საახალწლოდ სასტუმროს ნომრები "მარკო პოლოში" დასვენების მსურველებმა სექტემბერში დაჯავშნეს. ამ დროისათვის თავისუფალი ნომერი აღარაა და იანვარში სრულადაა დატვირთული. ტურისტები, ძირითადად, უკრაინიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოდიან. სტანდარტული ნომრის ფასი 350 ლარია, სერვისში შედის ორჯერედი კვება.

საოჯახო სასტუმროებში, გუდაურში ერთდღიანი დასვენების ფასი სერვისის შესაბამისად 70-დან 250 ლარამდეა.

კოტეჯების ფასები გუდაურში 30 ლარიდან 120 ლარამდე იცვლება:

გააჩნია, რა სერვისია. 30 ლარი მხოლოდ დაძინება ღირს. თუ პაკეტში კვება შედის და მანქანით მომსახურება, ფასი იზრდება. კოტეჯები სეზონზე კარგი დატვირთვით მუშაობენ.

ბაკურიანში ყველაზე დიდი მოთხოვნა საოჯახო სასტუმროებზეა.  სამჯერადი კვებით ერთი დამსვენებელი 70 ლარს იხდის.

ბაკურიანში კოტეჯებში დასვენების ფასი ახალი წლის დღეებში საკმაოდ მაღალია: საახალწლო ფასი 280 დოლარია ერთ ღამეში, სხვა დღეები 220 დოლარი.

არასაახალწლო დღეებში კოტეჯების ფასი კვების გარეშე ბაკურიანში 40 ლარიდან იწყება. ორჯერადი კვებით კოტეჯში 70 – 80 ლარად დაისვენებთ.

თუ ბაკურანში მთელ სახლს ერთი დღით დაიქირავებთ, 150 ლარის გადახდა მოგიწევთ. სახლის 5 და მეტი დღით დაქირავების შემთხვევაში ფასდაკლების სისტემა მოქმედებს. „ჰოსტელებში“ დასვენების ფასი ბაკურიანში 20-35 ლარია.

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გომარდულში თხილამურებით რბოლაში შეჯიბრი უნდა გაიმართოს, რაც კურორტის ცნობადობას გაზრდის. 2011 წელს გომარდულში 80 ტურისტი ჩავიდა. 2012 წელს კი მოლოდინი უფრო მაღალია.

 

 

მსგავსი სიახლეები

შავი ოქროს ფასი სანავთობი ბირჟებზე მერყეობს

შავი ოქროს ფასი სანავთობი ბირჟებზე მერყეობს. ნიუ-იორკის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 113 დოლარს შეადგენს, ხოლო ლონდონში 115 დოლარს. აღნიშნული მაჩვენებლები გუშინდელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია.

“საქართველოს ბანკმა” დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის ...

“საქართველოს ბანკმა” დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვის ცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ განაცხადა. ბანკის ინფორმაციით 22, 24 და 25 აპრილი “საქართველოს ბანკის” ყველა სერვის ცენტრისთვის, მათ შორის მეტროს სერვის ცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.

"გუდვილი" და "მარშე" საქალაქო სასამართლომ გადახდისუუნაროდ გამოაცხადა

კომპანიები "გუდვილი" და "მარშე" ერთობლივ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ რომ შექმნილი სიძნელეების გამო, კომპანიები რეაბილიტაციის რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას და გადახდისუუნაროდ გამოცხადების თხოვნით საქალაქო სასამართლოს,

ვერა ქოვალია: საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა

სტამბულის ტექსტილის კონფერენციაზე , ცნობილი ტანსაცმლის ბრენდებთან ერთად წელს პირველად ქართული კომპანიებიც მოხვდნენ.

ჰამლეტ გეგია: დაზღვევა სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიაა

ახალი ამბების სააგენტო "ჯეონიუსის" პრეს კლუბში ამჯერად  სადაზღვეო სფეროში არსებული პრობლემები (კონტროლის პალატის ბოლო მანაცებების მიხედვით) განიხილეს.

თბილისში ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო „Radisson BluIveria”-ში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრა მიმდინარეობს.

ფოტოკოლაჟი