ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდში ბაზარზე ქართული პომიდორი ლიდერობს

შაბათი, 10 ნოე 2012 16:26

ქართული პომიდორი, მაისიდან ოქტომბრის მაჩვენებლებით, ადგილობრივ ბაზარზე ლიდერობს, ხოლო დანარჩენ ექვს თვეში საქართველო ძირითადად ორიენტირებულია იმპორტულ

პომიდორზე, - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

როგორც სტატისტიკის სამსახური აცხადებს, მცირდება ქართული პომიდვრის წარმოება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი საკმაოდ დაიკლო.

სამსახურის ინფორმაციით, 2006 წელს, საქართველო აწარმოებდა დაახლოებით 70,000 ტონას,  2010 წელს კი მხოლოდ 53,000 ტონას.  ამავდროულად, პომიდვრის იმპორტი გაიზარდა. საქართველოს პომიდვრის იმპორტი უმეტესად ხორციელდება ძირითადად თურქეთიდან და ირანის ზოგიერთი ნაწილიდან. სტატისტიკის დეპარტამენტში ან ფაქტს ხსნიან იმით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუჭერია მხარი ფერმერთა სპეციალური პროგრამისთვის, შეიქმნას მწვანე სახლები.

თურქეთთან გამარტივებულ ვაჭრობას ხელი შეუწყო შეთანხმებამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ძალში 2008 წლის 1 ნოემბერს შევიდა. გარკვეული გამონაკლისების გარდა,სასოფლო მეურენეობის პროდუქციაზე გარკვეული შეღავათები არსებობს.

2012 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლით, საქართველოს სტატისტიკის სამსახური მიხედვით, საქართველოს იმპორტის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი თურქეთზე მოდის.

 

მსგავსი სიახლეები

ვალენტინობასთან დაკავშირებით "გალაქსი" მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი" მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ჰიპერმარკეტში 18 მსოფლიო ბრენდის ათასობით პროდუქტია წარმოდგენილი. "გალაქსის" ჰიპერმარკეტი 2011 წლის 8 დეკემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კომპანიის წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს.

ვერა ქობალია: საზღვაო–სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე სახელმწიფო ...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პარლამენტში დღეს საქართველოს სატრანზიტო სატვირთო მაჩვენებელზეც ისაუბრა. მისი თქმით სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმების წყალობით საქართველოში მრავალი უცხოური ავიაკომპანია შემოვიდა, რისი საშუალებითაც ტვირთების გადაზიდვა მკვეთრად გაიზარდა.

აქცია SilkTV–ის ახალი აბონენტებისთვის – 1 თემატური პაკეტი ...

3 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე რეგისტრირებულ SilkTV–ის ახალ აბონენტებს (ფიზიკურ პირებს) თბილისსა და რეგიონებში აქციაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ. მომხმარებლები 1 თემატურ პაკეტს (გარდა„18+“ და „ HD“) საჩუქრად მიიღებენ ერთი თვის

სირაქლემას პოზაში ყოფნა და თითქოს არაფერი საგანგაშო ეკონომიკაში ...

მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში უნდა იყოს ეკონომიკის გაჯანსაღება და არა ეკონომიკური  კლების მაჩვენებელზე ის არაადეკვატური კომენტარები, რომელსაც მთავრობის წევრებისგან ვისმენთ ბოლო დღეებში, -

"ვენდის" გახსნაზე სიმბოლური ლენტი პაატა ბურჭულაძემ გაჭრა

მულტინაციონალურმა კომპანია "ვენდიმ" ვისოლჯგუფთან ერთად საქართველოში პირველი ამერიკული რესტორნი "ვენდის" გახსნა. სიმბოლური ლენტი საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გაჭრა.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს მობაილ ბანკით სარგებლობის წესები გააცნო

თიბისი ბანკმა ახალი ფილიალი ვაჟა-ფშაველას 49-ში გახსნა, სადაც ქართულ საბანკო სივრცეში პირველი ულტრათანამედროვე მობაილ ბანკის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "ჯეონიუსს" ბანკიდან აცნობეს, ახალი მობაილ ბანკი და მისი სპეციალური აპლიკაციები iPhone-ების და Android-ების

ფოტოკოლაჟი