ეკონომიკა

გასართობი ცენტრი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე

პარასკევი, 15 ივნ 2012 11:02

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გასართობი ცენტრი აშენდება. 2013 წელს შპს "ჯინო პარკი" 20 მილიონიან ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

მოეწყობა აკვაპარკი, საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო ჩანჩქერი და 25 მეტრიანი საცურაო აუზი. პარკი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და წლის განმავლობაში 800 ათას ადამიანს მოემსახურება. გასართობი ცენტრის მშენებლობას საფუძველი გიგი უგულავამ ჩაუყარა და პროექტის სამშენებლო მაკეტი დაათვალიერა.

მსგავსი სიახლეები

კონკურსს “ოქროს საჭე 2013”-ის ფარგლებში, “ფოლკსვაგენის” მხარდასაჭერი ღონისძიება ...

კონკურსი “ოქროს საჭე 2013”, რომელიც წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობს, საავტომობილო ოსკარად წოდებულ კონკურსს ჟურნალი “აუტო ბილდ საქართველო” კომპანია “ვისოლის” მხარდაჭერით ახორციელებს.

მანანა მანჯგალაძე: საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მინდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით მთავრობამ საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო, ამის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ საქართველო აზერბაიჯანთან ინტენსიურ ...

ახალი 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ საქართველო აზერბაიჯანთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით (სსე), ახალი ხაზის მშენებლობა მიმდინარე წელს იწყება.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში IMF- ის ინსტიტუტის სასწავლო კურსი ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ახალი კურსი თემაზე: „მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა“ დაიწყო. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა გახსნა.

„თეგეტა მოტორსი“ სლოგანით - სწორი გადაწყვეტილება ჯილდოს ...

სწორი გადაწყვეტილება ჯილდოს ღირსია - ამ სლოგანის ქვეშ „თეგეტა მოტორსი“ დღეს ახალ აქციას იწყებს. ყველა მომხმარებელს, ვინც „თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში Shell Helix-ის საავტომობილო ზეთებს შეიძენს, ჯილდოს სახით,

"საქართველოს ბანკი" რამდენიმე ათეული მილიონი ლარის აგროსესხის გაცემას ...

"საქართველოს ბანკი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს და ამ მიზნით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის აგროსესხის გაცემას აპირებს.

ფოტოკოლაჟი