რამდენი ცხვარი გადის საქართველოდან უცხო ქვეყნებში?
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი "საქსტატის“ მიერ ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც გონაშვილმა ინტერნეტ გამოცემა "ქიზიყს" განუცხადა, ოფიციალური მონაცემები ხელოვნურად არის შემცირებული და სავარაუდოდ, ეს გარკვეული ძალების მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდებას ემსახურება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 90 პროცენტით გაიზარდა და 15 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ცნობით, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 65 ათასით მეტი ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა და მთლიანობაში 165 ათასი სული შეადგინა.
თავის მხრივ ბექა გონაშვილი "ქიზიყთან" საუბრისას მიიჩნევს, რომ საზღვრებს გარეთ გასული ცხვრის ოდენობა გაცილებით მეტია. ის ვარაუდობს, საქართველოდან გასულ წელს 177 ათასზე მეტი ცხვარი უნდა გასულიყო.
"2010 წელს საქართველოდან გავიდა 177 ათასი სული. ოფიციალურ მონაცემებში დაწერეს 100 ათასი გავიდა, 2011 წელს კი 165 ათასი და ამხელა ზრდა დაფიქსირდაო. შარშანდელი თანხა სულზე საშუალოდ დაახლოებით 95-100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, წელს ცხვარი უკვე გაძვირდა და 110 დოლარს მიაღწია. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტზე გაყვანილი ცხვრიდან შემოსული თანხა 17 მილიონს გადააჭარბებდა,“ – ამბობს გონაშვილი.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ წელს არათუ ექსპორტის ზრდა, არამედ კლება ფიქსირდება, ამის მიზეზი კი მრავალია. ბექა გონაშვილი ერთ–ერთ შემაფერხებელ ფაქტორად საძოვარ ტერიტორიებზე გადასახადის ზრდას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ფერმერს ცხვრის გამრავლება გაცილებით ძვირი უჯდება, რაც თვითღირებულებას ზრდის.
"წელს ექსპორტმა იკლო, რადგან ლოჯისტიკაში ცუდი ვითარება გვაქვს, ასევე იკლო იმიტომ, რომ ცხვრის ფასმა იმატა. თავად გლეხს წვრილფეხა პირუტყვის შენახვა გაუძვირდა. როგორც ცნობილია, საძოვრის გადასახადი დედოფლისწყაროში 3 ლარიდან 17 ლარამდე გაიზარდა და ეს ხომ შესაბამისად აისახება ცხოველის ღირებულებაზე? საძოვრის გადასახადი რამდენიმე თვის წინ გაზარდეს. სახელმწიფომ 15 ლარით განსაზღვრა და ადგილობრივმა საკრებულოებმა კი დამატებით კიდევ 2 ლარით გაზარდეს. თვითმმართველობის ორგანოს მხოლოდ გადასახადის მომატება შეეძლო. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში არის უამრავი ბროკერი, რომელთა არაპროფესიონალიზმისა და თაღლითური ფაქტების გახშირების გამო ინვესტორი საქართველოში აღარ ჩამოდის,“ – განუცხადა "ქიზიყს" ბექა გონაშვილმა.
მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2012 წლისთვის ექსპორტზე არაუმეტეს 5–6 000 სული ცხვარია გასული, მათ შორის 1 000 ყატარში.
მსგავსი სიახლეები
მწვანილის უმსხვილესი ექსპორტიორი "ჰერბია" მიმდინარე წელს ევროპის ბაზრებზე გასვლას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით "ჰერბიამ" 2010 წელს საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მან შეხვედრები გამართა უკრაინელ კოლეგასთან და ვიცე პრემიერთან.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის პრეს-მდივანი, ჯო ლოკხარტი კომპანია "ფეისბუქის" კომუნიკაციების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საკითხების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი ხდება. აღნიშნულის შესახებ "Vedomosti.ru" წერს.
საქართველოს კონტროლის პალატას დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის (NIK) დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას NIK-ისა და EUROSAI-ს (უმაღლესი აუდიტორი ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იაცეკ იეჟიერსკი ხელმძღვანელობს.
თბილისი 12 ქვეყნის კლიმატის ცვლილებების ექსპერტებს მასპინძლობს. სასტუმრო "ვერე პალასში" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგენიძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებების შესახებ რეგიონული შეხვედრა გახსნა.
პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 172 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ სქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა მაკროეკონომიკური მონაცემების შეჯამებისას განაცხადა.






































