საზოგადოება

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი თვენახევრის შვილიშვილს-გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ტახტის მემკვიდრედ არ აღიარებს

ხუთშაბათი, 10 ნოე 2011 03:12

ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლი, კერძოდ, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი 27 სექტემბერს დაბადებული შვილიშვილის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიას და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის შვილის, გიორგის  მემკვიდრედ გამოცხადებას არ ჩქარობს და დღემდე სიძისგან, დავით ბატონიშვილისგან ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გრუზინსკების უპირატესობის აღიარებას არ აპირებს და ესპანეთიდან საქართველოშიც კი აღარ ჩამოდის.

საქართველოს "სამეფო კარზე" აშკარა განხეთქილებაა. სიმამრი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ტახტის მემკვიდრედ თვლის თავს, ვინაიდან, სწორედ ისინი არიან მეფის პირდაპირი მემკვიდრეები და ამიტომ სიმამრმა, რეჟისორმა ნუგზარ ბაგრატიონმა, თავისი "სამეფო კარის" კანცლერს კახა ქორიძეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელებინა.

 "საქორწინო ხელშეკრულებას დღემდე ხელი არ მოეწერა, ამიტომ საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლით დაბადებული ვაჟი დარჩება ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ხაზის გამგრძელებელი და არა ბაგრატიონი-გრუზინსკების სამეფო ხაზისა".

 გამოდის, რომ თუ აღიარებს დავითი სიმამრის უპირატესობას. მისი ვაჟი გახდება ტახტის მემკვიდრე, სიმამრის სურვილით, თუ არა იმავე სიმამრის სურვილით ვერ გახდება პატარა გიორგი ტახტის მემკვიდრე. ახალდაბადებული გიორგი ბაგრატიონის მემკვიდრედ გამოცხადების საკითხი ნაადრევი გამოდგა, საკუთარმა "დე იურე მეფე პაპამ" უნდა მისცეს გრუზინსკობა, ოღონდ, თუ ამაზე თანახმა იქნება მამა-დავით ბაგრატიონ-მუხრანელი.

ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლის განცხადებით, "2006 წელს “ბაგრატოვანთა სახლის” მიერ ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი არის აღიარებული. მემორანდუმი ემყარება სამართლებრივ, ისტორიულ და გენეალოგიურ საფუძვლებს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსების, ქართული გენეალოგიური საზოგადოების, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს აღიარებებს; საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში დაცულ ისტორიულ-სამართლებრივ დოკუმენტებს; სრულიად რუსეთის მონარქისტული ცენტრის, რუსეთის საიმპერატორო გვარის მოსკოვის მემორიალური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს და პეტრე-პავლეს საიმპერატორო საზოგადოების აღიარებებს. თავად-აზნაურთა და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიის (აშშ) დასკვნით, ერთიანი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად - დე-იურე მეფედ, აღიარებულია ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი.

 იმის გამო, რომ ბატონიშვილ ნუგზარს ჰყავს ქალიშვილები, ეს არ ნიშნავს ტახტის მომავალი მემკვიდრე ვაჟები ვეძებოთ ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონთა თავადურ შტოებში. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს განიხილება, როგორც სამეფო ტახტის უზურპაციის მცდელობად და ჭეშმარიტი ტახტის მემკვიდრის უფლებების დარღვევად. ვინაიდან არა, თუ თავადური, არამედ აწ შეწყვეტილი ქართლისა და იმერეთის სამეფო ხაზებიც არ წარმოადგენდნენ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის - გიორგი XII-ის და ერთიანი საქართველოს დაშლის წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ის შთამომავლებს.

 ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი ეკუთვნის მხოლოდ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლს. სადაც კანონმდებლობით ბატონიშვილი ნუგზარი გახლავთ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე და სამეფო სახლის მეთაური, რომლის უფლებაა მომავალი მემკვიდრის გამოცხადება.

 დღეს ბრიტანეთს, ნიდერლანდებს, დანიას მართავს ქალი და მათი დინასტიები სწორედ ქალის ხაზით გრძელდება. დღეს რუმინეთისა და შვედეთის მეფეებმა თავიანთი ტახტის მომავალ მემკვიდრეებად ქალიშვილები გამოაცხადეს. საქართველომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გადაწყვიტა ეს საკითხი, საქართველოს ჰყავდა მეფეთ-მეფე თამარი, მეფეთ-მეფე რუსუდანი, ჰერეთის მეფე-დედოფალი დინარა I და დინარა II, კახეთის რეგენტი დედოფალი ქეთევანი, იმერეთის მეფე-დედოფალი დარეჯანი, ასე რომ სამეფო ხაზში, თუ ვაჟი არ არის, მაშინ ქალის ხაზით გრძელდება დინასტია,"-ვკითხულობთ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლის ოფიციალურ ინტერნეტ- საიტზე. და აქვე, არის საგულისხმო ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ხელშეკრულების გაფორმებამდე, მუხრანელი ბაგრატიონების შვილს, ამ შემთხვევაში საკუთარ შვილიშვილს-გიორგის გადასცეს სამეფო ტახტის მემკვიდრეობა.

 "ბატონიშვილი ნუგზარი მიენდო და გაგებით შეხვდა კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინადადებას, თავისი სამეფო ღირსება გადასცეს თავისი ქალიშვილის ხაზით შვილიშვილს, რადგან მხოლოდ სამეფო სახლის მეთაურის პრეროგატივაა ტახტის მომავალი მემკვიდრის გამოცხადება და არა გარეშე პირთა გადასაწყვეტი", - ვკითხულობთ სამეფო ოჯახის ოფიციალურ განაცხადში. თუმცა, ნუგზარ ბაგრატიონს დღემდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დასთანხმდა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი პატრიარქს ანა გრუზინსკაიას და დავით მუხრანელის ქორწინებას, თუ შვილიშვილს ტახტის მემკვიდრედ არ გამოაცხადებდა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ყინვები კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება

სინოპტიკოსები დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას 8-9 თებერვლამდე ვარაუდობენ როგორ „ჯეონიუსს“ მეტეოროლოგიური სამსახურში განუცხადეს, 4 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა.

ვაკეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ვაკეში, მცხეთის ქუჩის პირველ შესახვევში კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 150 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ადგილზე ათი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია.

"კაზინო აჭარა" უსაფუძვლოს და უპასუხისმგებლოს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ...

შპს "კაზინო აჭარა" ამჟამინდელი მფლობელის სახელით უსაფუძვლოს და უპასუხისმგებლოს უწოდებს დღეს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბარამბოს" ნაყინის გათამაშებაში გამარჯვებულს ავტომობილი გადაეცემა

კომპანია "ბარამბოს" ნაყინის გრანდიოზული გათამაშების პირველი ავტომობილის მფლობელი თინათინ ჭოხონელიძე გახდა. ავტომობილის გადაცემა 13 აპრილს სოფელ ნატახტარში, კომპანია “ბარამბოს” საწარმოს ეზოში მოხდება.

"იმედის" შემდეგ ადიკო ივანიშვილის Global TV-იდან "რუსთავი ...

ტელეკომპანია "იმედმა" 14 მარტს, პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" დამთავრებისთანავე, Global TV-ის ხელმძღვანელობას საკაბელო ტელევიზიიდან "იმედის" არხი ამოაღებინა.

ლანა დელ რეი ბრენდის H&M სახე გახდა

ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეი პოპულარული მარკის H&M ახალი სახეა. მომღერალმა უკვე მიიღო ბრენდის ფოტოსესიაში მონაწილეობა. სურათებში ჩანს, რომ შვედური ბრენდის წარმომადგენლებმა დელ რეის რეტრო–სტილი უცვლელი დატოვეს.

ფოტოკოლაჟი