დავით და ანა ბაგრატიონებს მემკვიდრე-გიორგი ბაგრატიონი შეეძინათ
საქართველოს სამეფო ოჯახის წყვილს - დავით ბაგრატიონ მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიას 27 სექტემბერს ვაჟი შეეძინათ.
ბიჭს გიორგი დაარქვეს. პატარა გიორგი ბაგრატიონი და მელოგინე ანა ბაგრატიონი-გრუზინსკაია თავს კარგად გრძნობენ. აღნიშნულის შესახებ "heraldistas.blogspot.com" იუწყება.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიამ 2009 წლის 8 თებერვალს, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის კურთხევით მიტროპოლიტმა გერასიმემ, მიტროპოლიტმა თეოდორემ და ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარმა, მამა ილიამ დასწერეს.
მსგავსი სიახლეები
თბილისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობას კერძო კომპანიები ღებულობენ. თბილისი მერიის დასაქმები ბაზიდან შერჩეული მოქალაქეები, დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში შეიკრიბნენ.
ნახშირჟანგის ინტოქსიკაციით 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა საბა მურადაშვილი აბაზანაში გონდაკარგული იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გამათბობლისგან გაჟონილი ბუნებრივი აირი სახელდება.
”შიშველი ფოტოსესიის” ავტორი, ქუთაისელი ფოტოგრაფი რობერტო ქველინი, ქუთაისში ცემეს. მან მომხდარის გამო პოლიციაში განცხადება შეიტანა. სამართალდამცავებმა ის დაკითხეს და სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარეს.

ქართველ მსახიობს ნინო ბურდულს დღეს 54 წელი შეუსრულდა. ნინო ბურდული დაიბადა 1958 წელს, ქალაქ თბილისში. თავდაპირველად მუსიკით ყოფილა გატაცებული და სწავლაც მუსიკალურ სასწავლებელში დაუწყია.
ოკუპირებულ აფხაზეთში დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაურის საკითხზე შეხვედრები გემის თურქ მფლობელებთან თურქეთში საქართველოს საკონსულოში დღესაც გაგრძელდება.
დაკავებული ფოტო-რეპორტიორი გია აბდალაძე ჟურნალისტებს მიმართავს. აღნიშნულ მიმართვას "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ.






































