საზოგადოება

"ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სისტემის განვითარება/ხელშეწყობა საქართველოში" კონფერენცია მიეძღვნა

შაბათი, 14 დეკ 2013 21:00

ასოციაცია "ჩვენი სახლი-საქართველო"-ს ორგანიზებით, „ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სისტემის განვითარება/ხელშეწყობა საქართველოში" კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელიც "თბილისი მერიოტში’’ 10 დეკემბერს გაიმართა, წარმოდგენილი იყო ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სისტემაში არსებული სპეციალიზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვებისათვის არსებული სერვისები, სტატიტიკა, სისტემის განვითარების სტრატეგიები და უკვე განხორციელებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიში.

კონფერენციას უძღვებოდა ასოციაცია "ჩვენი სახლი საქართველო" - ს, კომუნიკაციების მენეჯერი სულხან სახვაძე.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი - გია კაკაჩია, ასოციაცია "ჩვენი სახლი პოლონეთი"-ს თავმჯდომარე - ტომაშ პოლკოვსკი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობის/მზრუნველობისა და სოციალური დეპარტამენტის უფროსი ეკა სანებლიძე და ასოციაცია ჩვენი ,,სახლი საქართველო’’ - ს დირექტორი ლელა მერაბიშვილი.

ასევე, კონფერენციას ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი.

კონფერენციაზე გაიმართა ფილმის ჩვენება  "ემოციური ურთიერთობის როლი ბავშვისთვის სპეციალიზირებულ მცირე სოჯახო ტიპის სახლში".

ღონისძიების დასასრულს სიგელები გადაეცათ აღმზრდელებს, სოციალურ მუშაკებს და რამდენიმე საჯარო სკოლას.

 

მსგავსი სიახლეები

ბევრი რამ გამომჟღავნდა ამ დღეებში და ესეც, ალბათ, ...

ბევრი რამ გამომჟღავნდა ამ დღეებში და ესეც, ალბათ, ღვთის წყალობაა ჩვენზე, - წერს პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

"ჩუდო"-ში ღრმა ობი და მატლები აღმოაჩინეს

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდზე“ იოგურტში "ჩუდო", ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას ღრმა ობი და მატლები აღმოჩნდა. რძის ნაწარმი რუსეთის ფედერაციიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე

რუსთავი 2 მიჩივის - მე პოზიციას არ ვცვლი! ...

8 ივლისს რადიო FM106.4-ის პრესკლუბში პრესკონფერენციის მსვლელობისას მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას მწერალი ირაკლი კაკაბაძე ეხმიანება.

თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვებს ...

თბილისის ზოოპარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, უამრავი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. 10:30 საათზე გაიხსნება საქართველოში პირველი თოკების სათავგადასავლო პარკი Activity.

"ჯეონიუს"-ის პრესკლუბში დღეს დისკუსია გაიმართება

ახალი ამბების სააგენტო "ჯეონიუს"-ის პრესკლუბში, დღეს 17:00 საათზე დისკუსია გაიმართება თემაზე: უნდა აჯილდოვებდეს თუ არა სახელმწიფო უწყება ჟურნალისტებს.

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერი აქცია, ხვალ ქაშუეთის ...

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერი აქცია, ხვალ ქაშუეთის ეკლესიასთან გაიმართება. საზოგადოება რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებულ კანონს გააპროტესტებს.

ფოტოკოლაჟი