საზოგადოება

შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს სიახლეებს სთავაზობს

ოთხშაბათი, 16 ოქტ 2013 17:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს სიახლეებს სთავაზობს. სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლოს მათ შესაძლებლობა ექნებათ მართვის მოწმობის მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების  შემდეგ ჩააბარონ პრაქტიკული გამოცდა, როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. აღნიშნულ საკითხზე დღეს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ დეტალურად ისაუბრა.

მისივე თქმით, ის პირები, ვინც გამოცდას ჩააბარებენ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე, უფლება ექნებათ მართონ მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ავტომობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე ჩააბარებს, მოქალაქეს უფლება აქვს მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

ასევე, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს შექმნას მობილური აპლიკაცია IOS და Android-ის პლატფორმებისათვის, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს მოიძიოს ნებისმიერ ადგილას მართვის მოწმობის მისაღები თეორიულ გამოცდისთვის საჭირო პროგრამა და ტესტები, დაჯავშნოს თეორიული გამოცდისთვის თარიღი და დრო. ამასთან, აღნიშნული აპლიკაცია იმუშავებს არა online, არამედ off-line რეჟიმში.

ნინო კობახიძის განცხადებით, სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად იწყებს პროექტს, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში მითითებული იქნება მისი მფლობელის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ამასთან, სისხლის ბანკის თანადგომით მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე განთავსდება ლაბორატორია, სადაც მსურველს საშუალება ეძლევა ადგილზე ჩაიტაროს აღნიშნული კვლევა და აღნიშნულ პირებს დონორობის შემთხვევაში (250 გრ) შესაძლებლობა ეძლევათ სრულიად უფასოდ ჩაიტარონ გამოკვლევა 4 სახის ვირუსზე. სისხლის ჯგუფის და რეზუსის აღნიშვნა ამ ეტაპზე ატარებს ნებაყოფლობით ხასიათს და მოხდება ექიმის მიერ გაცემული სისხლის ჯგუფის შესახებ ცნობის ან ადგილზე (სააგენტოში) ჩატარებული კვლევის საფუძველზე

მომსახურების სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გეგმავს საგნის „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ სწავლებას მაღალ კლასებში, ამ ეტაპზე აღნიშნული საგანი უკვე ისწავლება სკოლებში, მაგრამ ატარებს ნებაყოფლობით ხასიათს, პროექტის ფარგლებში საგნის სწავლებას გახდება სავალდებულო, რათა თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა საგზაო მოძრაობის ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების შესახებ.

 

 

მსგავსი სიახლეები

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხანძარი გაჩნდა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 5 კვადრატულ მეტრ ფართს გაუჩნდა. აალება შენობის სახურავზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო სამსახურების ბრიგადები.

შენობის დემონტაჟის დროს დაშავებული მუშები მკურნალობის კურსს გადიან

შავთელის ქუჩაზე შენობის დემონტაჟის დროს მუშები დაშავდნენ. სამი დაშავებულიდან ექიმებმა ერთ-ერთი მათგანი სახლში გუშინვე გაწერეს. ორს კი პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა. მათ მხრის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

ბიძინა ივანიშვილი ილია მეორეს მცხეთის რეზიდენციაში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების საიუბილეო თარიღი მიულოცეს და სვეტიცხოველის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ.

ავღანეთში დაღუპული კაპრალის ვლადიმერ ვერსკიანის ცხედარი გვიან ღამით ...

ავღანეთში დაღუპული კაპრალის ვლადიმერ ვერსკიანის ცხედარი გვიან ღამით საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრნენ.

სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურის ვინაობა დღეს ...

სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ამერიკული ტანკერისა და მასზე მყოფთა შესახებ ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი. დღესვე გაირკვევა იმ ერთი ქართველის ვინაობა, რომელიც ეკიპაჟის შემადგენლობაშია.

ლეიბორისტებმა ლატინინას ვიბრატორი აჩუქეს

leiboristebiლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ "ეხო-მასკვას" ჟურნალისტ იულია ლატინინას სექსუალური ვიბრატორი გაუგზავნა. როგორც "ჯეონიუსს" ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა თემურ წიკლაურმა განუცხადა, "საჩუქარი ლატინინამ მკვლელ სააკაშვილთან მეგობრობისთვის დაიმსახურა".

ფოტოკოლაჟი