საზოგადოება

რეგიონული განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა მცხეთის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

ორშაბათი, 17 ივნ 2013 01:46

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კამპანიაში - „მწვანე თვე“ ჩაერთო. დღეს სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და სტუდენტებთან ერთად, მცხეთის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ, გარემოს დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ მიიღეს.

მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. დასუფთავების აქციები იმართება 80-ზე მეტ ადგილას, მათ შორის, ისტორიული და კულტურული ძეგლების მახლობლად, სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების შემოგარენში, ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების საგანგებოდ შერჩეულ უბნებზე.

აქციაში, რომლის ორგანიზატორიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა, სამინისტროები, პარლამენტი, ადგილობრივი ხელისუფლებები, უნივერსიტეტები, ბიზნეს კომპანიები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, აგრეთვე, მოხალისეები არიან ჩართულნი.

 

მსგავსი სიახლეები

ბაზალეთზე მაშველებმა 36 წლის ლერი მაისურაძის ცხედარი იპოვეს

ბაზალეთზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები დასრულდა. მაშველებმა 36 წლის ლერი მაისურაძის გვამი იპოვეს. ცნობილია, რომ 3 დღის განმავლობაში ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს მყვინთავები და მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული.

გოგა გოლეთიანს და მარიამ ყანდაშვილს დღეს დაკრძალავენ

დღეს, გოგა გოლეთიანსა და მარიამ ყანდაშვილს დაკრძალავენ. მათ ქაშუეთის ეკლესიაში გადასვენებენ.

რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა ბათუმში ტურისტული მარშრუტის შემუშავება დაიწყეს

რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა "ბათუმი - აჭარის ტურისტული საოცრება"- ამ სახელწოდებით ტურისტული მარშრუტის შემუშავება დაიწყეს. ტურისტული კომპანიების გაერთიანების 16 წარმომადგენელი ამჟამად ბათუმში იმყოფება.

112 განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს

შსს-ს 112-ის დეპარტამენტი 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.    შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია

"საქართველოს ხალხთა ასამბლეა" აღმაშენებლის ძეგლის ,,ვარდების რევოლუციის" ...

"საქართველოს ხალხთა ასამბლეა" დავით აღმაშენებლის ძეგლის "ვარდების რევოლუციის" მოედანზე დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა თბილისში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

"ჭიაკოკონობაზე" საბურავებისა და პლასტიკური მასალების დაწვა 400-დან 600 ...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს და მიმართავს, ე.წ. "ჭიაკოკონობა-ზე", არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.

ფოტოკოლაჟი