საზოგადოება

დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ენის შემსწავლელი კურსი დასრულდა

შაბათი, 16 ივნ 2012 15:25

ამერიკის შეერთებული შტატების ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კადეტებმა დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ენის შემსწავლელი კურსი დაასრულეს.

შესაბამისი სერთიფიკატები ამერიკელ კადეტებს დღეს აკადემიის რექტორმა დავით ნარდაიამ გადასცა.

6 კადეტი და 1 ინსტრუქტორი ქართულ სამხედრო სასწავლებელში გაცვლითი სასწავლო კურსის ფარგლებში იმყოფებოდა. 3 კვირის განმავლობაში მათ რუსული ენის გრამატიკასა და ლიტერატურაში საკლასო მეცადინეობები ჩაუტარდათ.

კადეტებმა აკადემიის ბაკალავრიატის მსმენელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამხედრო სწავლებებში, ფიზიკური მომზადების პროგრამასა და სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებში.

ამერიკელი მსმენელებისთვის სპეციალური კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო, ისინი გაეცნენ საქართველოს ისტორიას, დაათვალიერეს გორის, ქუთაისისა და ბათუმის მუზეუმები და ღირშესანიშნაობები.

ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში დეგეგმილია 6 წარჩინებული ქართველი მსმენელის აშშ-ში მივლინება, სადაც ისინი ერთთვიან საველე წვრთნებს გაივლიან.

მსგავსი სიახლეები

ხვალიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემა ამოქმედდება

ხვალიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემა ამოქმედდება. ფასდაკლების ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდისას

თურქეთიდან დეპორტირებული კიდევ 12 ქართველი სამშობლოში ჩამოსვლას ელოდება

თურქეთიდან დეპორტირებული კიდევ 12 ქართველი სამშობლოში ჩამოსვლას ელოდება. 45 ქართველი უკვე საქართველოშია. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გაკეთდება ოფიციალური ინფორმაცია, თუ როგორი იყო მათი მუშაობის სქემა.

ელენე გედევანიშვილი ხვალ 22 წლის გახდება

მოციგურავე ელენე გედევანიშვილი,  ხვალ,  22 წლის იუბილეს აღნიშნავს. ქართველი მოციგურავე 1990 წლის 7 იანვარს, თბილისში დაიბადა. ემზადებოდა "CSKA მოსკოვში", ელენა ბუიანოვა და ტატიანა ტარასოვასთან. არის პირველი ქართველი მედალოსანი უმცროსთა გრან პრიში ფიგურულ სრიალში. ამ დროისთვის ის აშშ-ში ემზადება მომდევნო გამოსვლებისთვის.

ძალიან ვწუხვარ, ჩემო მაყურებლებო, რაც მოხდა ეთერში - ...

დაცემა „ღია ეთერის“ წამყვანი" ვახო სანაია გადაცემის ეთერში გუშინ მომხდარ ინცინდენტს, facebook-ით გამოეხმაურა. სანაიას განნმარტებით, მისი მხრიდან დამატებითი აპელირება ამ ეპიზოდზე, დისკუსიის სულ სხვა კალაპოტში გადაყვანას გამოიწვევდა.

სიღნაღმა "მომავლის სახლის" აღსაზრდელებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, "მომავლის სახლის" 33 - მა აღსაზრდელმა კახეთი მოიარა.

„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ

„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, დღეს, 12:00 საათზე, „თელასის“ ცენტრალურ ოფისთან აქციას გამართავენ. როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, ისინი  სამსახურიდან  „თელასის“ კომერციული

ფოტოკოლაჟი