საზოგადოება

ალექსანდრე ჩიკვაიძე გარდაიცვალა

სამშაბათი, 08 მაი 2012 12:05

81 წლის ასაკში, 1992-1995 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს ალექსანდრე ჩიკვაიძე იყო საბჭოთა კავშირის ელჩი კენიაში, ნიდერლანდებში, იყო პირველი მდივანი ინგლისში საბჭოთა კავშირის საელჩოში, ასევე საბჭოთა კავშირის გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ის ედუარდ შევარდნაძემ მიიწვია. იმ დროისათვის ჩიკვაიძე ნიდერლანდებში რუსეთის ელჩი იყო.

90-იანი წლების დასაწყისში  არეულ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, როგორც თავად ამბობდა, რთული არ ყოფილა: “მიმაჩნდა, რომ თუკი საქართველოს იოტისოდენად მაინც გამოადგებოდა ჩემი სამსახური, ეს ცხოვრების მისია უნდა ყოფილიყო”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩად მუშაობდა, ბოლო წლებში კი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

1992 წელს დაწყებული მასშტაბური გამოკითხვის საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა 1995 წელს ალექსანდრე ჩიკვაიძე 500 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის სიაში შეიყვანა.

ალექსანდრე ჩიკვაიძე დაიბადა 1932 წლის 19 იანვარს ქ. თბილისში.

 

მსგავსი სიახლეები

სანდრა რულოვსი მსჯავრდებულ ქალბატონებს ეწვია

პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილთან ერთად სასჯელაღსრულების ქალთა №5 დაწესებულებას ეწვია და მსჯავრდებულ და ბრალდებულ ქალბატონებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

ჩამორთმეული ავტომობილები მფლობელებს დაუბრუნდებათ

გამოძიების პროცესში ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ავტომობილები ძველ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ. აქამდე ეს კანონმდებლობით შეუძლებელი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ

საქართველოში დღეს დილით კიდევ ერთი სუსტი მიწისიქვეშა ბიძგები ...

საქართველოში დღეს დილით კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა. გვიან ღამით კი მიწისქვეშა ბიძგები ბაღდათისა და ვანის რაიონების მოსახლეობამ ორჯერ იგრძნო. პირველი - ღამის 2 საათისთვის, მეორე კი  ოდნავ მოგვიანებით დაფიქსირდა.

ცოტნე გამსახურდია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია facebook-ით განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. როგორც გამსახურდია წერს, სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის, თამარ გამსახურდიას სახელით

საქართველოში მომხდარ მიწისძვრას უმნიშვნელო ბიძგები მოჰყვა

ქართველი მეცნიერები დღეს საქართველოში შექმნილ სეისმურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ. ქართველი მეცნიერები აცხადებენ, რომ მომხდარ მიწისძვრას საქართველოში უმნიშვნელო ბიძგები მოყჰვა, რომელიც სპეციალურმა აპარატმა დააფიქსირა.

ცესკო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების საინფორმაციო

ფოტოკოლაჟი