საზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მარიამობას მიულოცავენ

შაბათი, 27 აგვ 2011 20:38

ხვალ, ქუთაისში საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრებიან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მიულოცავენ. აგრეთვე, დაგეგმილია ეწერის საოჯახო ტიპის მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლის აღსაზრდელების მონახულება.
კონტროლის პალატის ორგანიზებით, ბავშვებისათვის სადღესასწაულო ცენტრ "კუბიკ-რუბიკში" სპეციალური გასართობი პროგრამა და საქველმოქმედო სადილი გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

რუსთავში წითელი ჯვრის საზოგადოება საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დღეს, 14.00 საათზე, საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს. როგორც "ჯეონიუსს" წითელი ჯვრიდან აცნობეს, აქცია “ცხელი სადილი ბავშვებს!” რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოვლისა და სწავლების ცენტრში (მისამართი: რუსთავი, მესხიშვილის მე-2 გასასვლელი #3) ჩატარდება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია სხდომას გამართავს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია დღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალებზე იმსჯელებს.

პაატა ბურჭულაძის დედას დღეს დაკრძალავენ

ქართველი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის დედას, ნუნუ ბურჭულაძეს, დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება დღეს, 14.00 საათზე, საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან მოხდება. ნუნუ ბურჭულაძე 8 იანვარს, 85 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ღონისძიება "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიხარული" სოციალურად დაუცველ ბავშვებს მიეძღვნა

"ვაჩუქოთ ერთმანეთს სიხარული" ამ დევიზით სოციალურად დაუცველ ბავშთა აღსაზრდელებისთვის ღონისძიება მოწეყო, სადაც მოზარდებმა ხელნაკეთი ნივთები და საკუთარი ნახატები წარმოადგინეს.

ანჯაფარიძის ქუჩაზე გვიან ღამით ჩვილის ცხედარი იპოვეს

ანჯაფარიძის ქუჩაზე გარდაცვლილი ჩვილის პოვნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 112-ე მუხლით არის აღძრული, რაც დედის მიერ ჩვილის განსაცდელში მიტოვებას ითვალისიწინებს. ახალდაბადებული ბავშვის გვამი წუხელ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

პირველი არხი 55 წლისაა

პირველი არხი 55 წლისაა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იუბილე რესტორან "თუ საიდში" გრანდიოზულად აღნიშნა. საღამოს ტელევიზიის თანამშრომლები, ჟურნალისტები, წამყვანები, მოწვეული სტუმრები და ცნობილი მომღერლები ესწრებოდნენ.

ფოტოკოლაჟი